ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა

ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს დიდუბის რაიონში (დიდუბე); გიორგი ცაბაძისა და დავით ყიფიანის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. ადრე ერქვა მუშთაიდის სავალი (გასასვლელი). სახელი უკავშირდება იქვე მდებარე „მუშთაიდის“ ბაღს. ამავე საუკუნის 40-იან წლებში ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელი დაერქვა.

ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი დიდუბის რაიონი
უბანი დიდუბე
წინა სახელები მუშთაიდის სავალი

ლიტერატურა

რედაქტირება