ირკუტსკის წყალსაცავი

ირკუტსკის წყალსაცავი (რუს. Иркутское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ანგარაზე, რუსეთის ირკუტსკის ოლქში. მდებარეობს აღმოსავლეთ ციმბირში, ზღვის დონიდან 457 მ სიმაღლეზე. შეიქმნა 1956-1959 წლებში ირკუტსკის ჰესის კაშხლით. ზედაპირის ფართობი 154 კმ², სიგრძე 55 კმ, სიგანე 7 კმ. მდინარე ანგარის შეგუბებით ბაიკალის ტბის საშუალო მრავალწლიური დონე 1 მეტრით ამაღლდა. ირკუტსკის წყალსაცავის ნაპირზეა ქალაქი ირკუტსკი. არის ყურეები. მოიპოვება თევზი.

ირკუტსკის წყალსაცავი
რუს. Иркутское водохранилище

ირკუტსკის წყალსაცავი
კოორდინატები: 52°14′12″ ჩ. გ. 104°19′18″ ა. გ. / 52.23667° ჩ. გ. 104.32167° ა. გ. / 52.23667; 104.32167
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ირკუტსკის ოლქი
ზღვის დონიდან 456-457
სიგრძე 55 კმ
სიგანე 7 კმ
ფართობი 154 კმ²
სანაპირო ხაზის სიგრძე 276 კმ
უდიდესი სიღრმე 35
მდინარე ანგარა
შევსების წელი 1956-1959
ჰესი ირკუტსკის ჰესი
ირკუტსკის წყალსაცავი — რუსეთი
ირკუტსკის წყალსაცავი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება