ირან-კონტრას სკანდალი
ირან-კონტრას სკანდალი, მეორე გავრცელებული სახელწოდებაა ირანგეიტი, იყო პოლიტიკური სკანდალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მმართველობის ჟამს. სკანდალი გახმაურდა 1986 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.
რეიგანის მთავრობას ბრალი ედებოდათ ირანზე იარაღის საიდუმლოდ მაყიდვიდან აღებული ფულით მემარჯვენე-ექსტრემისტული "კონტრას" დაფინანსებაში, რომელთაც უნდა დაემხოთ სანდინისტური მთავრობა ნიკარაგუაში. ერთი მხრივ ეს დაფინანსება ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის კონგრესის დადგენილებას და მეორე მხრივ ფული უნდა გამოეყენებინათ ლიბანში ამერიკელი მძევლების განთავისუფლებისათვის.
საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში შეერთებული შტატები დამნაშავედ ცნო ნიკარაგუაში თავისი მილიტარისტული და პარამილიტარისტული ქმედებების გამო. მიუხედავად სასამართლოზე თავის წარმომადგენლის გაგზავნისა აშშ-მა განაცხადა, რომ სასამართლოს არავითარი უფლება არ აქვს გაასამართლოს შეერთებული შტატები. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ თავის რეზოლუციაში მოსთხოვა აშშ-ს ეღიარებინა სასამართლოს განაჩენი. რეზულუციის მიღების წინააღმდეგ გაეროში ხმა მხოლოდ აშშ-მა, ისრაელმა და ჰონდურასმა მისცა. მას შემდეგ რაც ნიკარაგუის მთავრობა ჩამოგდებულ იქნა და აშშ დაემუქრა ქვეყანას ფინანსური დახმარების შეწყვეტით, ნიკარაგუის ახალმა მთავრობამ სასამართლოს განაჩენის მოთხოვნა შეწყვიტა.
იმის დადგენა, თუ რამდენად იყვნენ გახვეული სკანდალში პრეზიდენტი რეიგანი და ვიცე-პრეზიდენტი ბუში დღემდე ვერ მოხერხდა. რეიგანი ამ თემაზე არ საუბრობდა და სულ იმეორებდა, რომ ვერფერს ვერ იხსენებდა. დონალდ რამსფელდი ამ პერიოდში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო ახლო აღმოსავლეთში.
სკანდალში გახვეული სხვა მნიშვნელოვანი პირები იყვნენ: ოლივერ ნორთი, ჯონ პოინდექსტერი, რობერტ მაკფარლეინი, დეივიდ ებშაირი, ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Asleson, Vern. Nicaragua: Those Passed By. Galde Press ISBN 1-931942-16-1, 2004
- Cockburn, Alexander and Jeffrey St. Clair (1998). Whiteout, the CIA, drugs and the press. New York City: Verso. ISBN 1-85984-258-5.
- Reagan, Ronald (1990). An American Life. New York: Simon & Schuster.
- (November 11, 1987) Report of the Congressional Committees Investigating the Iran-Contra Affair (S. Rep. No. 216, H.R. Rep. No. 433, 100th Cong., 1st Sess.). United States Government Printing Office, via Google Books. ციტირების თარიღი: 2007-04-03.
- Shenon, Philip and Stephen Engelberg (July 5, 1987). „Eight Important Days in November: Unraveling the Iran-Contra Affair“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2008-03-28.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Time Article დაარქივებული 2007-01-10 საიტზე Wayback Machine.
- Arms for Hostages დაარქივებული 2011-10-04 საიტზე Wayback Machine.
- Story needs to be told
- The Iran-Contra Affair 20 Years On