სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი
სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი — მემარცხენე პოლიტიკური პარტია ნიკარაგუაში. სახელწოდება „სანდინისტები“ ეწოდა ნიკარაგუელი რევოლუციონერის აუგუსტო სესარ სანდინოს პატივსაცემად. პოლიტიკური პარტია დაარსდა 1961 წლის 23 ივლისს ტეგუსიგალპაში, რადიკალურად განწყობილი სტუდენტების მიერ. სათავეში ჩაუდგნენ კარლოს ფონსეკა, სანტოს ლოპესი, ტომას ბორხე, სილვიო მაიორგა, ხორხე ნავარო და სხვები. თავდაპირველად პარტიას ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი ეწოდებოდა. თანამედროვე სახელწოდება კი 1962 წლის 22 ივლისს მიიღო. 1976 წელს კარლოს ფონსეკას გარდაცვალების შემდეგ პარტია ერთიანი ხელმძღვანელობის გარეშე დარჩა და დაიყო სამ ფრაქციად. სამივე მათგანი აგრძელებდა ბრძოლას საკუთარ მეთოდებით მთავრობის დასამხობად. 1979 წლის 7 მარტს, ჰავანაში ჩამოყალიბდა ერთიანი ხელმძღვანელობა 9 კაცის შემადგენლობით (თითოეული ფრაქციიდან 3 კაცი). მასში შევიდნენ დანიელ ორტეგა, უმბერტო ორტეგა და ვიქტორ ტირადო „ტერსესისტების“ ფრაქციიდან. ჰენრი რუისი, ტომას ბორხე და ბაირადო არსე – „ხანგრძლივი სახალხო ომიდან“ და ლუის კარიონი, ხაიმე უილოკი და კარლოს ნუნიეს ტელესი – „პროლეტარის ტენდეციიდან“
სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი | |
---|---|
Frente Sandinista de Liberación Nacional | |
ქვეყანა | ნიკარაგუა |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | დანიელ ორტეგა |
ისტორია | |
დაფუძნდა | 23 ივლისი, 1961 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
სანდინიზმი, დემოკრატიული სოციალიზმი, მარქსიზმი, ლენინიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
ეროვნული ასამბლეა |
63 / 92 |
www.fsln-nicaragua.com |
1979–1990 წლებში ფრონტი ნიკარაგუის მმართველი პარტია იყო. 1990–2007 წელის პარტია ოპოზიციაშია. 2007 წლიდან ფრონტი კვლავ მმართველი პარტიაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- სანდინისტების ისტორიის ნარკვევები დაარქივებული 2013-07-22 საიტზე Wayback Machine.