ირანის დემოგრაფია
XX საუკუნის მეორე ნახევარში ირანის მოსახლეობა საგრძნობლად გაიზარდა. 2016 წელს ქვეყნის მოსახლეობამ 80 მილიონს მიაღწია.[1][2] 2022 წლის მონაცემებით, ირანის მოსახლეობა 86.5 მილიონ ადამიანს შეადგენს.[3] ბოლო წლებში ირანში შობადობის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა. კვლევების თანახმად, ირანის მოსახლეობის ზრდის ტემპი ნელა გაგრძელდება და 2050 წლისთვის 100 000-ზე გამყარდება.[4][5] 2012 წელს ირანის მოსახლეობის ნახევარი 35 წელზე ახალგაზრდა.[6]
2009 წლის მონაცემებით, შინამეურნეობათა რიცხვი 15.3 მილიონს უტოლდება (4.8 ადამიანი ყოველ შინამეურნეობაზე).[7] 2012 წლის მონაცემებით, საშუალოდ ოჯახი ყოველთვიურად 11.8 მილიონ რიალს (დაახლოებით 960 აშშ დოლარი) გამოიმუშავებს.[8]
მსოფლიო ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 1990 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში ირანის მოსახლეობა 17.6 მილიონი ადამიანით გაიზარდა, რაც 32%-იან ზრდას უდრის.[9] 2002 წელს წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებელი 80%-ს უდრიდა,[10][11] ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 85%-მდე გაიზარდა.[12] ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი 1.6-მდეშემცირდა, რაც თაობათა ცვლისთვის საკმარის მაჩვენებელზე (2.1 ბავშვი ერთ ქალზე) ნაკლებია.[13]
მოსახლეობა
რედაქტირება2016 წელს ირანის მოსახლეობამ 79.9 მილიონს მიაღწია,[1] რაც 1956 წლის მონაცემებს ოთხჯერ აღემატება. 1976 წლიდან 1986 წლამდე მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი თითქმის 4%-ს გაუტოლდა, თუმცა შობადობის შემცირების გამო 2016 წლისთვის 1.2%-მდეშემცირდა.
აღწერის წელი | მოსახლეობა | საშუალო წლიური ზრდა (%) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე/km2 |
ურბანიზაცია (%) | შინამეურნეოის ზომა |
---|---|---|---|---|---|
1956-11-01 | 18,954,704 | — | 12 | 31.4 | |
1966-11-01 | 25,785,210 | 3.13 | 16 | 37.5 | |
1976-11-01 | 33,708,744 | 2.71 | 20 | 47.0 | 5.02 |
1986-11-22 | 49,445,010 | 3.91 | 30 | 54.0 | 5.11 |
1996-11-01 | 60,055,488 | 2.0 | 37 | 61.0 | 4.84 |
2006-11-01 | 70,495,782 | 1.62 | 43 | 68.5 | 4.03 |
2011-11-01 | 75,149,669 | 1.29 | 46 | 71.4 | 3.55 |
2016-11-01 | 79,926,270 | 1.24 | 49 | 74.0 | 3.3 |
ენები და ეთნიკური ჯგუფები
რედაქტირებაუდიდესი ლინგვისტური ჯგუფი ირანულ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებისგან შედგება. მათ შორის არიან, თანამედროვე სპარსულზე, ქურთულ, გილაკზე, მაზანდარანზე, ლურზე, თალიშურ და ბელუჯურ ენაზე მოსაუბრეები. ქვეყანაში მეორე უდიდეს ლინგვისტურ ჯგუფს თურქულ ენებზე მოსაუბრეები შეადგენენ, განსაკუთრებით აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრეები. მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენენ თურქმენები და ქაშქაები. მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი სემიტურ ენებზე საუბრობს. მათ შორის არიან არაბები და ასურელები. ხუზისტანში მანდეების მცირე ნაწილი მანდაიურზე საუბრობს. ირანში სხვა მცირე ჯგუფებიცც ცხოვრობენ, რომლებიც ინდოევროპულ ენებზე საუბრობენ,როგორებიცაა: სომხური და რუსული. ქართულ ენაზე ირანელი ქართველები საუბრობენ, რომლებიც ძირითადად ფერეიდანსა და ფერეიდუნ-შაჰრიში ცხოვრობენ. ქართველების დიდი ნაწილი, რომელიც ჩრდილოეთ ირანის პროვინციებში: გილანში, მაზანდარანში, ისფაჰანსა და თეირანის პროვინციაში ცხოვრობენ, ქართულად აღარ საუბრობს. წარსულში ირანში ჩერქეზები ცხორობდნენ, რომლებიც ჩერქეზულ ენაზე საუბრობენ, თუმცა საუკუნეების მანძილზე ისინი ირანელებთან ასიმილირდნენ. მიუხედავად ამისა, ქართველების შემდეგ ისინი ირანის მასშტაბით მეორე უდიდეს კავკასიურ ჯგუფს წარმოადგნენ.[15][16]
რელიგია
რედაქტირებაირანელთა 99% მუსლიმია. 90% შიიზმის მიმდევარია, რომელიც სახელმწიფოს ოფიციალური რელიგიაა, ხოლო 9% სუნიტია. სუნიზმი მეზობელ მუსლიმურ სახელმწიფოებში წამყვანი რელიგიაა. მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს არამუსლიმები შეადგენენ, მათ შორის: ქრისტიანები, ზოროასტრიზმის მიმდევრები, ებრაელები, ბაჰაისტები, მანდაები და იარსანები. უდიდეს ქრისტიანულ ჯგუფს სომხები წარმოადგენენ, რომლებიც სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები არიან.
დემოგრაფიული სტატისტიკა
რედაქტირებაქვემოთ მოცემულია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს World Factbook-ის მონაცემები, თუკი სხვა წყარო არ არის მოცემული.[17]
2020 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: მოსახლეობის 24.11% 14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, 13.36% — 15-14 წლების ჯგუფს, 48.94% — 25-54 წლების ასაკობრივ ჯგუფს, 7.72% — 55-64 წწ. ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 5.87% 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა ჯგუფს.
2020 წლის მონაცემებით, ირანის მოსახლეობის მედიანური ასაკი 31.7 წელია. მამაკაცების მედიანური ასაკი 31.5 წელია, ხოლო ქალების ― 32 წელი.
2021 წლისთვის ირანის მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.03%-ს უდრის. შობადობის მაჩვენებელი 15.78 ადამიანია 1 000 ადამიანზე, ხოლო მოკვდაობის კოეფიციენტი 5.14 ‰-ს უდრის. ურბანული მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 76.3%-ს შეადგენს (2021). 2020-2025 წლის პროგნოზით, ურბანიზაციის ტემპი 1.32%-ის ტოლია.
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75.06 წელია: ქალებისთვის 76.48 წელი, ხოლო კაცებისთვის ― 73.71 წელი. ერთ ქალზე საშუალოდ 1.93 ბავშვი მოდის.
2016 წლის მონაცემებით, წერა-კითხვის ცოდნის დონე 85.5%=ია: მამაკაცებისთვის ― 90.4%, ხოლო ქალებისთვის ― 80.8%.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Statistical Center of Iran
- BBC – Iran in Maps – Map of Iranian ethnic groups & population density
- Iran: A Vast Diaspora Abroad and Millions of Refugees at Home – Migration Information Institute (2006)
- Human Development Report – 2009 (UNDP Iran's entry)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Iran Census Results 2016 დაარქივებული 23 December 2015 საიტზე Wayback Machine. United Nations
- ↑ Asia-Pacific Population Journal, United Nations. A New Direction in Population Policy and Family Planning in the Islamic Republic of Iran. ციტირების თარიღი: 14 April 2006
- ↑ Iran Population (2021) – Worldometer.
- ↑ International Programs. census.gov. ციტირების თარიღი: 7 December 2017
- ↑ Iran News, Payvand.com. Iran's population growth rate falls to 1.5 percent: UNFP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 October 2006
- ↑ International News. ABC News (30 November 2012). ციტირების თარიღი: 4 December 2012
- ↑ (23 June 2009) Iran economy: Social indicators & living standards. Economist Intelligence Unit.
- ↑ „Central bank: Income equality improved in Iran“. Tehran Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 November 2013. ციტირების თარიღი: 4 December 2012.
- ↑ CO2 Emissions from Fuel Combustion დაარქივებული 12 October 2009 საიტზე Wayback Machine. Population 1971–2008 (pdf დაარქივებული 6 January 2012 საიტზე Wayback Machine. pages 83–85) IEA (OECD/ World Bank) original population ref e.g. in IEA Key World Energy Statistics 2010 page 57)
- ↑ UNDP.org დაარქივებული 22 November 2009 საიტზე Wayback Machine. Table H
- ↑ CIA – The World Factbook. Cia.gov. ციტირების თარიღი: 4 December 2012
- ↑ The World Factbook. cia.gov (6 May 2019).
- ↑ Iran's fertility rate alarmingly low en (2 June 2021). ციტირების თარიღი: 12 July 2021
- ↑ Iran Census Results 2011 დაარქივებული 23 December 2015 საიტზე Wayback Machine. United Nations
- ↑ Encyclopedia of the Peoples of Africa and the Middle East დაარქივებული 14 June 2015 საიტზე Wayback Machine. Facts On File, Incorporated ISBN 143812676X p 141
- ↑ Circassian (people). ციტირების თარიღი: 28 April 2014
- ↑ The World Factbook – Central Intelligence Agency. ციტირების თარიღი: 30 May 2007