ირანის ეკონომიკა შერეული ეკონომიკაა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით იგი მსოფლიოს მასშტაბით 23-ე ადგილზეა. ირანის ეკონომიკის თითქმის 60% გეგმიური ეკონომიკაა.[1] ეკონომიკის წამყვანი დარგები ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებაა, თუმცა თეირანის საფონდო ბირჟაზე 40-ზე მეტი ინდუსტრიაა პირდაპირ ჩართული. ბოლო წლებში თეირანის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი საუკეთესო ბირჟა იყო მსოფლიოს მასშტაბით.[2] ირანი მსოფლიოში დადასტურებული ნავთობის რეზერვები 10%-ს და ბუნებრივი აირის რეზერვების 15%-ს ფლობს, რის გამოც „ენერგიის სუპერძალადაა“ მიჩნეული.[3][4] [5][6][7]

ირანის მრეწველობის 45% თეირანის პროვინციაშია განლაგებული

ირანის ეკონომიკის უნიკალური დამახასიათებელი ნიშანია დიდი რელიგიური ფონდების არსებობა, რომელთაც ბონიადებს უწოდებენ. მათი საერთო ბიუჯეტი ცენტრალური სამთავრობო დანახარჯების 30%-ს უტოლდება.[8]

ირანის მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 2018 და 2019 წლებში. 2018 წლის შუა ხანებში აშშ-ის მიერ ხელახლა შემოღებული სანქციებისა[9] და 2020 წლის თებერვალში დაწყებული Covid-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო უმუშევრობის დონე[9] და ინფლაციის მაჩვენებელი[10][9] გაიზარდა, მოიშალა „ქრონიკულად სუსტი და არაკაპიტალიზირებული“ საბანკო სისტემა[9][11] და „ანემიური“ კერძო სექტორი.[9] ირანის ვალუტის (ირანული რიალი) მსყიდველუნარიანობა შემცირდა. ირანს „ეკონომიკური თავისუფლებისა“ და „ბიზნესის მარტივად კეთების“ შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს.

თანამედროვე სოფლის მეურნეობა ირანში 1850-იანი წლებიდან ვითარდება, როდესაც ამირ ქაბირმა ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო სისტემაში რიგი რეფორმები გაატარა. ცვლილებებს შორის იყო იმპორტირებული მოდიფიცირებული სათესი მარცვლები და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების დადება სხვა ქვეყნებთან. 1898 წელს რუსეთის ცარისტული მთავრობის მიერ ლაზარ პოლიაკოვის Bank Esterqrazi ამოქმედდა, რომელიც 1920 წლის კონტრაქტის საფუძველზე ირანის მთავრობას გადაეცა.[12] ბანკმა საქმიანობა ახალი სახელით, ირანის ბანკი, განაგრძო 1933 წლამდე, რის შემდეგაც ახლად დაფუძნებულ Keshvarzi Bank-ს შეუერთდა.[12][13]

სპარსეთის საიმპერიო ბანკი 1885 წელს დაარსდა, რომელსაც ოფისები სპარსეთის სხვადასხვა ქალაქში ჰქონდა განთავსებული.[12] რეზა-შაჰ ფეჰლევის დროს ქვეყნის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, საგანმანათლებლო და სასამართლო სისტემის რეფორმები გატარდა, უცხოელთა გავლენის წინააღმდეგ კამპანია გატარდა და თანამედროვე მრეწველობა განვითარდა. ამ დროიდან ირანში სოციალური ცვლილებები და ეკონომიკური განვითარება დაიწყო და შედარებით ეკკონომიკური სტაბილურობაც დამყარდა.[13]

1941 წელს რეზა-შაჰ ფეჰლევი მისმა ვაჟმა შეცვალა. II მსოფლიო ომის დროს და მომდევნო წლებში ირანის ეკონომიკაში ფუნდამენტური ცვლილებები არ მომხდარა. 1954-1960 წლებში ნავთობიდან შემოსავლების სწრაფი ზრდისა და საგარეო მხარდაჭერის შედეგად ქვეყანაში ინვესტიციების მასშტაბები გაიზარდა და ეკონომიკაც სწრაფად გაიზარდა, განსაკუთრებით სამთავრობო სექტორში. მალე ინფლაციის დონე გაიზარდა, ეროვნული ვალუტის, რიალის მსყიდველუნარიანობა შემცირდა და საგარეო ვაჭრობის დეფიციტი დაიწყო. 1961 წლისთვის ამ პრობლემებთან გამკლავებისთვის განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ნომინალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი შემცირდა.[13]

1979 წლამდე ირანი სწრაფად ვითარდებოდა. 1970-იან წლებში ტრადიციულად სასოფლო-სამეურნეო ირანში ინდუსტრიალიზაციისა და მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო.[14][15] ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდა კაპიტალის გადინების გამო, რომელმაც 1978 წელს, რევოლუციამდე 30-40 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.[16]

სტატისტიკა

რედაქტირება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ირანს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 89-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 99-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5 491.4 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოს მშპ-ის 1.19%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 1.3%-ს უდრის. უმუშევრობის დონე 12%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.6, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 0.9%-ია. ჯინის კოეფიციენტი 40-ის ტოლია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით ირანი 120-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 82-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 56-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 138-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 124-ე, გამჭვირვალობით ― 116-ე, საკუთრების უფლებებით ― 115-ე, კორპორატიული მმართველობით ― 137-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 87-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ირანი მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-80 ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 82-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 76-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ირანი 84-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, 134-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 20.4%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 50-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით ირანი 133-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 119-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 139-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 140-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 135-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 139-ს.

ირანში ცუდადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (123-ე ადგილი): სიღრმით 88-ე, ხოლო სტაბილურობით 137-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 21-ე ადგილს იკავებს. ირანში ცუდადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (132-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 127-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 131-ს.[17]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
ენციკლოპედია ირანიკა
  • Hakimian, Hassan (1997). „ECONOMY viii. IN THE QAJAR PERIOD“. Encyclopaedia Iranica, Vol. VIII, Fasc. 2. pp. 138–143.
  • Nowshirvani, Vahid F. (1999). „ECONOMY x. UNDER THE ISLAMIC REPUBLIC“. Encyclopaedia Iranica, Vol. VIII, Fasc. 2. pp. 156–163.
  • Pesaran, M. Hashem (1997). „ECONOMY ix. IN THE PAHLAVI PERIOD“. Encyclopaedia Iranica, Vol. VIII, Fasc. 2. pp. 143–156.
სტატიები
წიგნები
სამთავრობო წყაროები
სტატიები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ზოგადი
სამთავრობო
სტატიები და სტატისტიკა
  1. "A survey of Iran: Stunted and distorted". The Economist (2003)
  2. Matthew Lynn: Are you brave enough to invest in Iran?. Wall Street Journal (Market Watch), March 26, 2014. Retrieved March 28, 2014.
  3. (July 25, 2006) Energy and the Iranian economy. ISBN 978-1-4223-2094-5. 
  4. Iran (data). US Department of Energy (2011). Retrieved March 28, 2011.
  5. Balamir Coşkun, Bezen (Winter 2009). „Global Energy Geopolitics and Iran“ (PDF). Uluslararası İlişkiler. 5 (20): 179–201. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — April 1, 2014.
  6. Ramin Mostaghim, Alexandra Sandels and Patrick J. McDonnell: Iran businesses await a post-sanctions bonanza. Los Angeles Times, March 15, 2014. Retrieved March 28, 2014.
  7. Jordan, Robert W. (July 16, 2015). "Iran Could Become an Economic Superpower". Time. Retrieved July 31, 2015.
  8. Bonyad-e Mostazafan va Janbazan Oppressed and Disabled Veterans Foundation (MJF). Globalsecurity.org. Retrieved February 6, 2011.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Iran: Economic and Political Overview (May 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 12, 2020. ციტირების თარიღი: June 12, 2020
  10. Islamic Republic of Iran. Overview (May 1, 2020). ციტირების თარიღი: June 12, 2020
  11. Iran Economy 2020. ციტირების თარიღი: June 12, 2020
  12. 12.0 12.1 12.2 History of Banking in Iran. Parstimes.com. ციტირების თარიღი: November 11, 2012
  13. 13.0 13.1 13.2 Curtis, Glenn; Hooglund, Eric (April 2008) Iran, a country study. Library of Congress, გვ. 195. ISBN 978-0-8444-1187-3. 
  14. Iran's Industrial Progresses (Part I) YouTube-ზე. Iran National Film Center (circa 1975). Retrieved January 20, 2010.
  15. Iran's Industrial Progresses (Part II) YouTube-ზე. Iran National Film Center (circa 1975). Retrieved January 20, 2010.
  16. Shirin Hakimzadeh. Iran: A Vast Diaspora Abroad and Millions of Refugees at Home. Migration information source (2006). Retrieved July 18, 2009.
  17. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 286-289.