ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე (დ. 1983, თბილისი) — საქართველოს მთავარი პროკურორი 2015 წლის 19 ნოემბრიდან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი 2013 წელს. 2013-2015 წლებში, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.
ირაკლი შოთაძე | |
საქართველოს გენერალური პროკურორი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2 თებერვალი, 2020 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია |
წინამორბედი | შალვა თადუმაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ნოემბერი, 2015 – 31 მაისი, 2018 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | გიორგი ბადაშვილი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 1983 თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | სახელმწიფო უნივერსიტეტი (იურიდიული ფაკულტეტი) |
ბიოგრაფია
რედაქტირება2005 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
საქართველოს პროკურატურაში კარიერა დაიწყო 2006 წლის მარტიდან და 2010 წლის სექტემბრამდე შრომით საქმიანობას ეწეოდა შემდეგ თანამდებობებზე:
7 მარტი 2006 - 3 აპრილი 2006 — საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი
- 4 ოქტომბერი 2006 - 28 ივლისი 2009 — ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი
- 28 ივლისი 2009 - 10 სექტემბერი 2010 — საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი
2010 წლის სექტემბრის თვეში მან კარიერა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და 2013 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ:
- 10 სექტემბერი 2010 - 5 ნოემბერი 2012 — საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
- 5 ნოემბერი 2006 - 14 ივნისი 2013 — საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
- 24 ივლისი 2013 - 21 ნოემბერი 2013 — საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი
გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის: სასამართლო უნარ-ჩვევების, სამართლებრივი წერის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ფინანსური დანაშაულების გამოძიების კუთხით[1]
სქოლიო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს. slideshow, ახალი ამბები. ლუკა პერტაია - 16.01.2020.