ირაკლი ფაღავა
ირაკლი ფაღავა (დ. 28 მარტი, 1918, ქუთაისი) — გ. 1988) ქართველი ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი.
ირაკლი ფაღავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 მარტი, 1918 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
1960 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის გამგე; 1954 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; 1958 წლიდა პროფესორი; 1959-1963 წლებში რესპუბლიკის მთავარი პედიატრი; 1967-1978 წლებში პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით, პირველად საბჭოთა კავშირში, დაადგინეს დედისა და ბავშვის სისხლის შეუთავსებლობის მნიშვნელობა ალერგიისადმი დისპოზიციაში; შემოიღო ტუბერკულოზური მენინგიტის სადიაგნოსტიკო სინჯი; შეისწავლა ალერგიულ დაავადებათა გავრცელება საქართველოში; განწყობის თეორიის საფუძველზე იკვლევდა სომატური დაავადებების გენებში ფსიქოლოგიური ფაქტორების როლს.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-)
- საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1975-)
- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ხალხთმოსახლეობის (დემოგრაფიული) პრობლემათა შემსწავლელი საქართველოს სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (1984-)
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბავშვთა დაავადებები : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი) // ნაწ. 2, თბ., განათლება, 1982, გვ. 464
- ბავშვთა დაავადებები : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი) // ნაწ. 1, თბ., განათლება, 1976, გვ. 537
- პედიატრიის ცნობარი (თანაავტორი), თბ., საბჭ. საქართველო, 1965, გვ. 415
ჯილდოები
რედაქტირება- 1967 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- საპატიო ნიშნის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 241