ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი (დ. 11 იანვარი, 1974, თბილისი) — ქართველი სამოქალაქო უფლებების დამცველი, ფილოლოგი.

ირაკლი სესიაშვილი
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1974 (1974-01-11) (50 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი. 1996 წელს — ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტი. 1997 წელს — ჰამბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1995–1996 წლებში იყო გერმანული ჟურნალ „Kaukasische Post“–ის რედაქტორი. 1980–2003 წლებში მუშაობდა ჟურნალ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რედაქტორად. 1995–2003 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის ლექტორი. 2004 წელს იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამხედრო მომსახურეთა უფლებების დამცველი.

არის ავტორი წიგნებისა: „ქართული ჯარი კანონსა და სინამდვილეს შორის“(2001), „წვევამდელთა უფლებები“ (1998), „ჯარისკაცთა უფლებები“ (1999), „ოფიცერთა უფლებები“ (2000), „ჯარი და დემოკრატია“ (2006), „სამხედრო მომსახურეთა უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებანი ეუთოს ქვეყნებში“ (2008). 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1] 2021 წლის 13 მაისს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.[2] 25 მაისს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდა,[3] ჩაანაცვლა გელა სამხარაულმა.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
  2. „პრემიერის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა“. პუბლიკა. 13 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „ირაკლი სესიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდა“. IPRESS.GE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-02. ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „პარლამენტმა დაამტკიცა 3 ახალი პარლამენტარის უფლებამოსილება“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)