სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რცხილაძე.

ირაკლი რცხილაძე (დ. 27 სექტემბერი, 1900, შაშიანი, თელავის მაზრა — გ. 29 ივნისი, 1974) — ქართველი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1950), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1928-1933 წლებში იყო პროფესორ მარიამ უგრელიძის კათედრის ორდინატორი, ამავე დროს მუშაობდა საქართთველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში საბავშვო ბაღებისა და სანატორიუმების განყოფილების წამყვან თანამშრომლად. ამ პერიოდში მის მიერ დაარსებული და გახსნილია ბავშვთა კვების სამზარეულოები, ბაგები და სანატორიუმები (წაღვერი, წყნეთი, პატარა ცემი, კოჯორი, ჯავა და სხვ.) 1933 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, 1944 წლიდან კათედრის გამგე. ირაკლი რცხილაძე მუშაობდა ტუბერკულოზური მენინგიტის კლინიკისა და დიაგნოსტიკის, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული და მწვავე დაავადებების საკითხებზე, იკვლევდა ფილტვის პათოლოგიებს; ჩამოაყალიბა პნევმონიების ახალი კლასიფიკაცია და პნევმონიების მკურნალობის მეთოდები; სწავლობდა ალერგიებისა და ბრონქული ასთმის ეტიოლოგიის და პათოგენეზის დადგენის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები.

2000 წელს ირაკლი რცხილაძის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით შაშიანის საჯარო სკოლას მიენიჭა მისი სახელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე დაარსდა ირაკლი რცხილაძის სახელობის 2 სტიპენდია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გელოვანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 521-522.
  • ნაცარაშვილი ო. „კახეთის გამოჩენილი ადამიანები“ თბილისი, 2001.- გვ.496

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება