ირაკლი მგალობლიშვილი
ირაკლი სერგის ძე მგალობლიშვილი (დ. 31 იანვარი, 1915, ქუთაისი — გ. 12 დეკემბერი, 1997, თბილისი) — ქართველი ქირურგი, საქართველოს სსრ-ის მედიცინის დამსახურებული მოღვაწე (1982), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1969), საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოების თანათავმჯდომარე.
ირაკლი მგალობლიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 31 იანვარი, 1915 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 12 დეკემბერი, 1977 (62 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ქირურგი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | წითელი ვარსკვლავის ორდენი და სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1915 წლის 31 იანვარს თბილისში, რუსეთის იმპერიაში. 1937 წელს ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს ქირურგად ქალაქ ჯეზყაზღანში (ყაზახეთი).
1940 წელს გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში, ლენინგრადის სამხედრო ოლქში, სადაც მუშაობდა ქირურგად ვოლოგდის სამხედრო ჰოსპიტალში.
1941-1945 წლებში მგალობლიშვილმა გაიარა გზა ასეულის ქირურგიდან უკრაინის II ფრონტის მეშვიდე გვარდიული არმიის ჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების უფროსის თანამდებობამდე.
1945 წელს, მგალობლიშვილი იწყებს მუშაობას ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული კლინიკის ორდინატორად, სადაც ამუშავებდა კლინიკურ-მორფოლოგიურ თემას ძვლის სიმსივნეების შესახებ. 1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „ძვლის სიმსივნეების დიაგნოზი და მკურნალობა“ (რუს. „Диагностика и лечение опухолей костей“).
1951 წელს მას კვლავ იწვევენ არმიის რიგებში კადრის ოფიცრად, ჯერ ჩიტაში, შემდეგ კი — ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის უფროს მასწავლებლად ზოგადი ქირურგიის კათედრაზე. აკადემიაში მუშაობის პერიოდში მგალობლიშვილმა პირველმა საბჭოთა კავშირში დაამუშავა მსხვილი ნაწლავიდან ხელოვნური საყლაპავი მილის შექმნის ოპერაციის მეთოდოლოგია.
1961 წელს ხელოვნური საყლაპავი მილის შექმნის თემაზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაციას თემაზე — „ხელოვნური საყლაპავის შექმნა მსხვილი ნაწლავიდან“ („Создание искусственного пищевода из толстой кишки“). დისერტაციის დაცვისთანავე იგი ინიშნება ლენინგრადის სამხედრო ოლქის მთავარ ქირურგად.
1965 წელს, ორმოცდაათი წლის ასაკში, ი.მგალობლიშვილი გადადის თადარიგში — სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკის რანგში. ამავე წელს ირჩევენ ჩრდილოეთ ოსეთის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგედ. 1969 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
1971 წელს მგალობლიშვილი სამუშაოდ გადმოდის საქართველოში, რესპუბლიკის მთავარი ქირურგის რანგში. მგალობლიშვილი ასევე ორი წელი მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის, შემდეგი სამი წლის პერიოდში კი — ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორად.
1976-1979 წლებში იგი ხელმძღვანელობდა მის მიერ დაფუძნებულ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრას; 1980-1985 წელებში მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ დაავადებათა I კათედრის გამგედ. სიცოცხლის ბოლომდე, ეწეოდა დიდ საკონსულტაციო და პრაქტიკულ მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს და ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებებში.
მიღებული აქვს წითელი ვარსკვლავისა (ორჯერ) და სამამულო ომის II ხარისხის ორდენები.
ირაკლი მგალობლიშვილი გარდაიცვალა 1977 წლის 12 დეკემბერს. დაკრძალულია საბურთალოს სამხედრო მემორიალურ სასაფლაოზე, თბილისში.
ჯილდოები
რედაქტირება- სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
- წითელი ვარსკლავის ორი ორდენი
- ოთხი საბრძოლო მედალი
- საქართველოს სსრ-ის მედიცინის დამსახურებული მოღვაწე (1982)
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Создание искусственного пищевода из толстой кишки путем одномоментной операции. „Вестник хирургии“. 1956, №4, стр.119.
- О резекции пищевода по поводу рака с предворительной антиторакальной пластикой. „Вестник хирургии“. 1957, №8, стр.112.
- Новый способ цекостомии. „Вестник хирургии“. 1959, №4, стр.135
- Толстая кишка как пластический материал в хирургии пищевода. „Вестник хирургии“. 1960, №7, стр.156
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 526.
- С.Я.Плахтий. Профессор И.С.Мгалоблишвили. В кн. „Вспомним всех поименно“. Книга первая. Владикавказ, 2015: стр. 82 – 84.
- თამაზ ლობჟანიძე, გურამ მგალობლიშვილი. „ირაკლი მგალობლიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა“, გვ. 43, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2020 წელი, ISBN 978-9941-479-53-3.