ირაკლი ლითანიშვილი

ირაკლი ლითანიშვილი (დ. 8 მარტი, 1960, თბილისი) — ქართველი ინჟინერი. არის საქართველოს გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ასოციაციის თანადამფუძნებელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით საავტომობილო გზები და ამავე ინსტიტუტის მეორადი ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობის განხრით ამავე წელს. გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური მართვის კურსი 1984 წელს.

მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N24 საგზაო სარემონტო სამმართველოში 1982-1986 წლებში. 1986-1989 წლებში კი საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს აპარატში ინჟინრად, ეკონომიკური და ფინანსური განყოფილების მთავარ ინჟინრადაც. იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საწარმოო "საქავტომაგისტრალის" მთავარი მენეჯერის მოადგილე 1989-1999 წლებში, მოგვიანებით კომპანიის მთავარი ინჟინერი. 2000-2003 წლებში მუშაობდა კერძო ბიზნესის სფეროში მრავალფუნქციური კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად, საქართველოსა და რუსეთში. 2004 წლიდან იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს წევრი, ასევე სატენდერო საბჭოს წევრიც. მისი მონაწილეობით განხორციელებულია მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი - არაბეთის ეკონომიკური განვითარების კუვეიტის ფონდის, მსოფლიო ბანკის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის განვითარებისა და საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროექტები.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2012 - ღირსების ორდენი
  • 2009 - ღირსების ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 344

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება