ირაკლი კვირიკაძე (მსახიობი)

ქართველი მსახიობი

ირაკლი კვირიკაძე (დ. 8 ოქტომბერი, 1992, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

ირაკლი კვირიკაძე
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1992
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2014-დღემდე
სიმაღლე 184 სმ
ჯილდოები „ევროპის ამომავალი ვარსკვლავი“

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა და აღიზარდა თბილისში. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

2014 წელს ირაკლიმ მთავარი როლი ითამაშა ფილმში „Tbilisi, I Love You“. იმავე წელს ის ნიუ-იორკში გაემგზავრა სამსახიობო კურსების გასავლელად ცნობილ Stella Adler Studio-ში. ნიუ-იორკში სწავლის დროს ის ქართველ რეჟისორს, რეზო გიგინეიშვილს, შეხვდა, რომელმაც მას მთავარი როლის შესრულება შესთავაზა ფილმში „მძევლები“. ფილმის პრემიერა ბერლინის 68-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც ირაკლი ევროპის ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობთა ათეულში მოხვდა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო დაიმსახურა.[1][2]

2017 წელს ის მეუღლესთან ერთად ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. ქალაქში ყოფნის დროს ენტონი ჰოპკინზთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში „Now Is Everything“. 2023 წელს კი, სხვა ქართველ მსახიობებთან ერთად ითამაშა Netflix-ის სათავგადასავლო თრილერში „Extraction 2“.[3]

ამჟამად იგი მონაწილეობს ახალ ქართულ სერიალ „ცვალებად ნიშნებში“[4], რომელიც სტუდენტების ცხოვრებასა და მათ თავგადასავლებზე გვიყვება. სერიალი Cavea+-ისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა.[5]

2019 წელს მიიღო აშშ-ის მოქალაქობა. გარდა ქართულისა, ირაკლი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ფილმები რედაქტირება

  • 2014: „Tbilisi, I Love You“ (ირაკლი)
  • 2017: „მძევლები“ (ნიკა)
  • 2019: „Now Is Everything“ (ნიკოლას იარნა)
  • 2020: „The Passanger“
  • 2021: „Where Are You?“
  • 2023: „Extraction 2“ (ივაინე)

სერიალები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება