იპოჰიმალაიზიის შტატ პერაკის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე კინტას ირგვლივ, კუალა-ლუმპურიდან 200 კმ-ით ჩრდილოეთით და ჯორჯთაუნიდან 150 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. 2020 წლის აღწერის მიხედვით, იპოჰის მოსახლეობა 759 952 ადამიანს შეადგენს და მერვე ადგილზეა მალაიზიის ქალაქებს შორის.

ადმინისტრაციული ერთეული
იპოჰი
დროშა გერბი

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 4°36′00″ ჩ. გ. 101°04′12″ ა. გ. / 4.60000° ჩ. გ. 101.07000° ა. გ. / 4.60000; 101.07000
ფართობი 150 კმ²
მოსახლეობა 866 772 (2016)
სასაათო სარტყელი Time in Malaysia
სატელეფონო კოდი 05
საფოსტო ინდექსი 30xxx, 31xxx
ოფიციალური საიტი http://www.mbi.gov.my/
იპოჰი — მალაიზია
იპოჰი

თავდაპირველად იპოჰის ადგილას სოფელი მდებარეობდა. 1880-იან წლებში მის ირგვლივ კალის დიდი დეპოზიტები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სოფელი სწრაფად გაიზარდა.[1] 1895 წლისთვის იპოჰი მეორე უდიდესი ქალაქი იყო ფედერაციული მალაიური შტატების მასშტაბით, რომელიც პერაკის გარდა სელანგორს, ნეგერი-სემბილანსა და პაჰანგსაც მოიცავდა.[2] იპოჰს ქალაქის სტატუსი 1988 წელს მიენიჭა. კალის დეპოზიტების ამოწურვამ და 1970-იან წლებში კალის ფასების კოლაფსმა იპოჰის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია.[3][4][5][6]

უკანასკნელ წლებში ქალაქში ბრიტანული კოლონიური ხანის არქიტექტურის შენარჩუნებისკენ მიმართული ძალისხმევით იპოჰის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.[5][6] ქალაქი ცნობილია სამზარეულოთი და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, როგორებიცაა კირქვის ბორცვები და მღვიმეები, რომელთა შიგნითაც ბუდისტური ტაძრებია გამოკვეთილი.[7] იპოჰს მალაიზიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქის რეპუტაციაც აქვს.[8]

იპოჰი კუალა-ლუმპურსა და ჯორჯთაუნს შორის მდებარეობს, რაც დასავლეთ მალაიზიაში მის მთავარ სახმელეთო სატრანსპორტო კერად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ქალაქის ტერიტორიაზე გადის მალაიური რკინიგზის დასავლეთ სანაპიროს ხაზიც და ჩრდილოეთ-სამხრეთის ჩქაროსნული მაგისტრალიც. იპოჰს ემსახურება სულთან აზლან შაჰის აეროპორტიც.

ეტიმოლოგია რედაქტირება

ქალაქის სახელი მომდინარეობს ადგილობრივი ხის, pohon epu-ს სახელწოდებიდან, რომელსაც ამჟამად პოკოკ-იპოჰს უწოდებენ. ამ ხის წვენი მომწამლავია და ორანგ-ასლის ტომის წარმომადგენლები სანადიროდ იყენებდნენ.[9]

გეოგრაფია რედაქტირება

 
იპოჰის საქალაქო საბჭო

ტოპოგრაფია რედაქტირება

იპოჰი პერაკის შტატის დედაქალაქია, რომელიც ნახევარკუნძულის მალაიზიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი კარსტული კინტის ხეობის რეგიონის შუა ნაწილში, მდინარე კინტის სანაპიროსა და უფრო მცირე მდინარეების: სუნგაი-პინჯისა და სუნგაი-პარის შესართავთან მდებარეობს. ქალაქის ირგვლივ, ჩრდილო-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბნებში კირქვის ბორცვები მდებარეობს, რომლებსაც მოგოტები ეწოდება.[10]

ჩრდილოეთიდან დასავლეთით კელედანგის ქედია გადაჭიმული, რომელიც ბინტანგის მთების პარალალელურია. ქედის მარცხენა მხარეს მდინარე პერაკი მიედინება, ხოლო მარვჯენა მხარეს ― მდინარე კინტა. იპოჰის აღმოსავლეთ ნაწილში მდინარე პელუსი მიედინება, რომელიც პერაკის შენაკადია და ტიტივანგსის მთებში იღებს სათავეს.[11]

კლიმატი რედაქტირება

იპოჰი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ქალაქზე უფრო მეტად ტროპიკებშორისი კონვერგენციის ზონა ახდენს გავლენას, ვიდრე პასატები და ციკლონებიც იშვიათია. ქალაქის ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე მცირედით იცვლება. საშუალო ტემპერატურა 28 °C-ია (82 °F). ქალაქისთვის მთელი წლის მანძილზე ნალექიანობის მაღალი მაჩვენებელია დამახასიათებელი. ნალექიანობის საშუალო თვიური მაჩვენებელი 200 მმ-ია, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებელი ― 2 427.9 მმ. ყველაზე ნალექიანი თვე ოქტომბერია (297.2 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი თვე ― იანვარი (132.3 მმ).

კირქვის მღვიმეები რედაქტირება

 
სულთან აზლან შაჰის აეროპორტი

ქალაქის ყველაზე ცნობილი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები მოგოტებია. ქალაქის ირგვლივ ბევრი მღვიმეა, რომელთა ნაწილშიც ტაძრები გამოკვეთილი.[12] მათგან ყველაზე მეტად „სამ პოჰ ტონგი“, „სამი ბუდას ტაძარია“ ცნობილი. იპოჰის სამხრეთით, გოპენგის მახლობლად მდებარეობს გუა-ტემპურუნგი ― მღვიმე, რომელიც დამთვალიერებელთათვის ღიაა და პოპულარული დანიშნულების ადგილია სპელეოტურისტებისთვის. 3 კმ-ზე გრძელი გუა-ტემპურუნგი ნახევარკუნძულის მალაიზიის ერთ-ერთუ ურგძესი გამოქვაბულია. მღვიმის ნაწილი ელექტროფიცირებულია და ბილიკებია გაყვანილი. ტურები სიგრძისა და სირთულის მიხედვით განსხვავდება. მღვიმეში ხუთი მთავარი განყოფილებაა, სადაც უხვი რაოდენობით სპელეოთემებია, მათ შორის, სტალაქტიდები და სტალაგმიტები.

დემოგრაფია რედაქტირება

იპოჰი მალაიზიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია. 2010 წლის აღწერის მიხედვით, იპოჰის მუნიციპალური ტერიტორიის მოსახლეობა 657 892 ადამიანს შეადგენს.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა 2010 წლის მონაცემების მიხედვითაა შექმნილი:

იპოჰის ეთნიკური ჯგუფები (2010)
ეთნოსი მოსახლეობა წილი
ჩინელი მალაიზიელები 270,165 44.11%
ბუმიპუტერა 253,592 38.55%
მალაიზიელი ინდოელები 110,024 14.07%
სხვები 1,559 0.2%
არამალაიზიელები 19,989 3.04%

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

იპოჰის დაძმობილებული ქალაქებია:

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. The History of Ipoh.
  2. Info Ipoh: Halaman 2 dari 2 | Portal Rasmi Majlis Bandaraya Ipoh (MBI). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-21. ციტირების თარიღი: 2017-08-21
  3. Tam, Susan. Ipoh - Malaysia | The Star Online. ციტირების თარიღი: 2017-08-21
  4. Tan, Peter. (2015-02-21) The city that tin built. ციტირების თარიღი: 2017-08-21
  5. 5.0 5.1 hermes (2016-03-22). „Sleepy Ipoh awakens“. The Straits Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-08-21.
  6. 6.0 6.1 Old Town restored to rightful place in history of Ipoh en. ციტირების თარიღი: 2017-08-21
  7. net, powered by iosc dot. (16 May 2015) Ipoh Echo | Caves of the Kinta Valley en. ციტირების თარიღი: 2017-08-21
  8. Ipoh is Malaysia's cleanest city - Nation | The Star Online. ციტირების თარიღი: 2017-08-21
  9. Ng, Francis. „Ipoh's terrible tree“. The Star (ინგლისური). ციტირების თარიღი: 29 January 2022.
  10. Limestone Hills (Bukit Batu Kapur), Ipoh, PERAK – Malaysia Travel Review. Malaysiahotelreview.com. ციტირების თარიღი: 10 December 2013
  11. Jacq-Hergoualc'h, Michel (September 2002). The Malay Peninsula: Crossroads of the Maritime Silk Road (100 BC – 1300 AD). Brill Publishers. ISBN 90-04-11973-6. 
  12. Home. Cavesofmalaysia.com. ციტირების თარიღი: 10 December 2013
  13. Guangxi signed cooperation project of US$400 million with Malaysia. Ministry of Commerce, People's Republic of China (6 April 2005). ციტირების თარიღი: 20 December 2015
  14. Exchange with sister cities. Fukuoka City (23 April 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 20 December 2015