ნეგერი-სემბილანი
ნეგერი-სემბილანი (ისტორიულად წარმოითქმის როგორც ნეგრი-სემბილანი) ― შტატი მალაიზიაში. მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთიდან სელანგორი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― პაჰანგი, ხოლო სამხრეთიდან ― ჯოჰორი და მალაკა.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ნეგერი-სემბილანი | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
ადმ. ცენტრი | სერემბანი | ||||
კოორდინატები | 2°41′53″ ჩ. გ. 102°09′24″ ა. გ. / 2.69806° ჩ. გ. 102.15667° ა. გ. | ||||
მმართველი | Muhriz of Negeri Sembilan და Aminuddin Harun | ||||
ფართობი | 6686.0 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 997 071 (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 06 | ||||
საფოსტო ინდექსი | 70000–73999 | ||||
საავტომობილო კოდი | N | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.ns.gov.my | ||||
| |||||
ნეგერი-სემბილანი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული და მრავალფეროვანი ტროპიკული წვიმის ტყეებით გამოირჩევა. შტატის ქედები ტიტივანგსის მთებს მიეკუთვნება, რომელიც ტენასერიმის ბორცვების სამხრეთი გაგრძელებაა და სამხრეთ მიანმარიდან, სამხრეთ ტაილანდსა და ნახევარკუნძულის მალაიზიამდე გრძელდება. უმაღლესი მწვერვალია ბესარ-ჰანტუ.
ნეგერი-სემბილანის დედაქალაქია სერემბანი. სამეფო დედაქალაქი, სერი-მენანტი, კუალა-პილაჰის რაიონში მდებარეობს. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: პორტ-დიქსონი, ბაჰაუ და ნილაი.
მალაიზიის სხვა სამეფო შტატებისგან განსხვავებით, ნეგერი-სემბილანის მმართველს მოსახლეობა ირჩევს და სულთნის მაგივრად იანგ დი-პერტუან ბესარი ეწოდება. მმართველის არჩევნები უნიკალურია. შტატის მეთაურს ირჩევს უნდანგების საბჭო, რომლებიც სუნგაი-უჯონგის, ჯელებუს, ჯოჰოლისა და რემბაუს ტერიტორიებს ხელმძღვანელობენ. მეთაური აირჩევა პაგარუიუნგის დინასტიის ლეგიტიმურ მამაკაც წევრებს შორის. უნდანგები ვალდებული არ არიან, რომ წინა იამატუანის პირველი ვაჟი მემკვიდრე აირჩიონ ხელმძღვანელად, რაც უფრო დემოკრატიული მონარქიული სისტემის დამყარებას უწყობს ხელს.
გეოგრაფია
რედაქტირებანეგერი-სემბილანი მალაკის სრუტის გასწვრივ, ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მალაკასთან და ჯოჰორთან ერთად სამხრეთ რეგიონს მიეკუთვნება,[1][2][3] მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყარო ნეგერი-სემბილანს კუალა-ლუმმპურთან, პუტრაჯაიასთან და სელანგორთან ერთად ცენტრალური რეგიონის შტატებს მიაკუთვნებს.[4] ნეგერი-სემბილანის ფართობი 6 686 კმ²-ა და თითქმის სელანგორის ტოლია. ფართობის მიხედვით, იგი მეოთხე ყველაზე პატარა შტატია მალაიზიაში.
ადმინისტრაციულად, ნეგერი-სემბილანი 7 რაიონს მოიცავს: პორტ-დიქსონს, სერემბანს, რემბაუს, კუალა-პილაჰს, ჯელებუს, ჯემპოლსა და ტამპინს, რომლებიც თავის მხრივ 14 ლუაკად იყოფა. ლუაკებია: სუნგაი-უჯონგი, რემბაუ, ჯელებუ, ჯოჰოლი, ტამპინი, ულუ-მუარი, ტერაჩი, ინასი, ჯემპოლი, გუნუნგ-პასირი, გემენჩეჰი, პასირ-ბესარი, აირ-კუნინგი და ლინგი. სუნგაი-უჯონგს, რემბაუს, ჯოჰოლსა და ჯელებუს უნდანგები მართავენ. ამ ტერიტორიებს ლუაკ-ბერუნდანგები ეწოდება. ასევე, 4 ლუაკი ლუაკ-ბერუნდანგების დაცვის ქვეშაა: გემენჩეჰი, აირ-კუნინგი და პასირ-ბესარი ჯოჰოლის პროტექტორატებს წარმმოადგენს, ხოლო ლინგი სუნგაი-უჯონგის პროტექტორატია. ლუაკები, რომლებიც სერი-მენანტს აკრავს ირგვლივ, ანუ ტერაჩი, ულუ-მუარი, ჯემპოლი, გუნუნგ-პასირი და ინასი კოლექტიურად ცნობილია როგორც ლუაკ-ტანაჰ-მენგანდუნგი. ტამპინის ლუაკი ავტონომიით სარგებლობს და ტუნკუ ბესარის მიერ იმართება.[5][6]
ნეგერი-სემბილანის ტოპოგრაფიაში გამოირჩევა ორი ვაკე, რომლებიც ერთმანეთისგან ქედითაა გამოყოფილი და მდინარეებით. ტიტივანგსის მთები ტენასერიმის ბორცვებისა და უფრთო ფართო ინდო-მალაიური ქედის სამხრეთი გაგრძელებაა, რომელიც შტატის შუა ტერიტორიაზე თითქმის 92 კმ-ზეა გადაჭიმული. სწორედ ამის გამო შტატი ორ რეგიონადაა გაყოფილი, რომლებსაც დასავლეთი ნეგერი-სემბილანი და აღმოსავლეთი ნეგერი-სემბილანი ეწოდება. დასავლეთი რეგიონი პორტ-დიქსონის, სერემბანისა და რემბაუს რაიონს მოიცავს. აღმოსავლეთ რეგიონში ჯელებუს, კუალა-პილაჰის, ჯემპოლისა და ტამპინის რაიონები შდის. დასავლეთი ნახევარი შედარებით უკეთაა განვითარებული და გზების ქსელიც უფრო განვითარებულია, ვიდრე აღმოსავლეთ ნაწილში. შტატის ტერიტორიაზე გაშლილი ტიტივანგსის მთები ტიტივანგსის ტყეების კომპლექსის ნაწილია. შტატის უმაღლესი მწვერვალი, ბესარ-ჰანტუ, ჯელებუს რაიონში, ზღვის დონიდან 1 462 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
შტატის მოსახლეობის უმრავლესობისთვის წყლის მიწოდების მთავარი წყარო ორი მდინარეა: ლინგი და მუარი. მდინარე ლინგის აუზი ძირითადად დასავლეთ ნეგერი-სემბილანის ტერიტორიას მოიცავს, ხოლო მდინარე მუარის აუზი შტატის აღმოსავლეთ ნაწილს ფარავს. მუარის აუზი მდინარე პაჰანგის აუზთან ერთად ჯელებუსა და ჯემპოლის რაიონებსაც ფარავს.
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ნეგერი-სემბილანი მთელი წლის მანძილზე ცხელი და ტენიანი კლიმატით გამოირჩევა. მუსონების მონაცვლეობის პერიოდში, რომელიც წელიწადში ორჯერ ხდება, შტატის ტერიტორიაზე ხშირია ჭექა-ქუხილი. მშრალი სეზონი ჩვეულებრივ პირველი მუსონური ტრანზიციის შემდეგ იწყება და აგვისტო-სექტემბრამდე გრძელდება. სამხრეთ-დასავლეთის ინდო-ავსტრალიურ მუსონთან ერთად მოტანილ ტენს სუმატრაზე მდებარე ბარისანის მთები ეღობება, რის გამოც კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილსა და მალაის ნახევარკუნძულზე წვიმის ჩრდილის ეფექტი იქმნება. ბორნეო-ავსტრალიური მუსონი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქრის, მოქმედებს ნეგერი-სემბილანზე, მალაკის, ჯოჰორის შტატზე, ასევე, აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებზე: კელანტანზე, ტერენგანუსა და პაჰანგზე.
ჰავის მონაცემები — Seremban | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 30.9 | 31.7 | 32.5 | 32.2 | 31.7 | 31.3 | 31.1 | 30.9 | 31.2 | 31.2 | 31.0 | 31.0 | 31.4 |
საშუალო დღიური °C | 26.6 | 27.2 | 27.7 | 27.8 | 27.5 | 27.1 | 26.9 | 26.8 | 26.9 | 27.0 | 26.9 | 26.8 | 27.1 |
საშუალო დაბალი °C | 22.3 | 22.7 | 22.9 | 23.4 | 23.4 | 23.0 | 22.7 | 22.8 | 22.7 | 22.8 | 22.9 | 22.6 | 22.9 |
საშუალო ნალექი (მმ) | 114 | 110 | 178 | 232 | 180 | 119 | 127 | 143 | 158 | 237 | 252 | 193 | 2 043 |
წყარო: Climate-Data.org[7] |
დემოგრაფია
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official site of Negeri Sembilan State Government დაარქივებული 9 February 2008 საიტზე Wayback Machine.
- Tourism Malaysia – Negeri Sembilan
- Negeri Sembilan travel guide დაარქივებული 2010-12-06 საიტზე Wayback Machine. written and maintained by locals
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Five Regions in Malaysia | Download Scientific Diagram.
- ↑ Negeri-Negeri Dalam Malaysia: Zon Selatan.
- ↑ Peninsular Malaysia travel guide.
- ↑ Map of Malaysia showing the six regions. | Download Scientific Diagram.
- ↑ SeNanti@SeriMenanti: Pengertian Dan Senarai Luak-Luak Dalam Negeri Sembilan (25 December 2018).
- ↑ Sistem Sosial Adat Perpatih di Negeri Sembilan - the Patriots (8 November 2018).
- ↑ Climate: Seremban. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: August 1, 2020