იპოლიტა მარია სფორცა
იპოლიტა მარია სფორცა (იტალ. Ippolita Maria Sforza; დ. 18 აპრილი, 1446 — გ. 20 აგვისტო, 1484) — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და ბიანკა მარია ვისკონტის უფროსი ასული. ნეაპოლის მეფე ალფონსო II-ის პირველი ცოლი. ნეაპოლის მეფე ფერდინანდ II-ისა და მილანის ჰერცოგინია იზაბელა არაგონელის დედა, პოლონეთის დედოფალ ბონა სფორცას ბებია.
იპოლიტა მარია სფორცა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 აპრილი, 1446 კრემონა, მილანის საჰერცოგო |
გარდაცვალების თარიღი |
20 აგვისტო, 1484, (38 წლის) ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო |
ეროვნება | იტალიელები |
წოდება | კალაბრიის ჰერცოგინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ალფონსო II, ნეაპოლის მეფე |
შვილ(ებ)ი |
ფერდინანდ II, ნეაპოლის მეფე იზაბელა, მილანის ჰერცოგინია პიერო, როზანოს პრინცი |
მშობლები |
მამა: ფრანჩესკო I, მილანის ჰერცოგი დედა: ბიანკა მარია ვისკონტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიპოლიტა მარია დაიბადა 1446 წლის 18 აპრილს კრემონაში. იგი იყო მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და მისი ცოლის, ბიანკა მარია ვისკონტის უფროსი ასული. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია მურციო სფორცა და ლუჩია დი ტორზანო იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან მილანის ჰერცოგი ფილიპო მარია ვისკონტი და აგნესა დელ მაინო.
იპოლიტა აღზარდეს როგორც ძალიან ინტელიგენტი და კულტურული ახალგაზრდა ქალბატონი. იგი სწავლობდა ბერძნულ ენასა და მეცნიერებას. მისი პედაგოგი, კონსტანტინე ლასკარისი თვლიდა, რომ აუცილებელი იყო მისთვის ბერძნული ფილოსოფიის სწავლება. იგი განათლებას თავის ძმებთან ერთად იღებდა. 14 წლის ასაკში, იგი ლათინურს უკვე იმ დონეზე ფლობდა, რომ ლათინურად წერილიც კი მისწერა რომის პაპ პიუს II-ს.
ცნობილია, რომ მას ძალიან უყვარდა წერილების წერა. მოგვიანებით მისი ყველა წერილი შეკრიბეს და სერენა კასტალდოს რედაქტორობით ერთ წიგნად გამოსცეს, სახელად „იპოლიტა მარია სფორცას წერილები“. ყოველივე ამაში დიდი როლი ითამაშა ბოლონიაში აღმოჩენილმა უცნობი მამაკაცის მფლობელობაში მყოფი იპოლიტას წერილების კოლექციამ, რომელიც 1475-დან 1482 წლამდე იყო დაწერილი.
გარდა ამისა, მისი საქმიანობა მოიცავდა ბრძნული გამონათქვამებისა და პოეზიის თარგმნას, ასევე მამის, ჰერცოგი ფრანჩესკოსათვის ლათინურიდან წიგნების თარგმნას.
1465 წლის 10 ოქტომბერს, მილანში, 19 წლის იპოლიტა მარია დაქორწინდა ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ იზაბელა კლერმონელის უფროს ვაჟზე, კალაბრიის ჰერცოგ ალფონსოზე. იპოლიტა არასდროს გამხდარა ნეაპოლის დედოფალი, რამეთუ იგი მანამდე გარდაიცვალა, სანამ მისი ქმარი ალფონსო II მეფე გახდებოდა, ამიტომაც იგი მხოლოდ კალაბრიის ჰერცოგინიის წოდებას ფლობდა. მათი ქორწინების შემდეგ, შეიქმნა მილან-ნეაპოლის ძლევამოსილი ალიანსი. მისი ქორწინება არ ყოფილა ჰარმონიული, მეტიც, იპოლიტასათვის დამამცირებელი იყო. მისი ქმარი ალფონსო, მასზე ნაკლებად გაუნათლებელი და ცოტა გაუთლელი კაცი იყო, რის გამოც, იპოლიტა მას პატივს არასდროს სცემდა.
იპოლიტა მარია სფორცა გარდაიცვალა 1484 წლის 20 აგვისტოს ნეაპოლში, 38 წლის ასაკში. მის შემდეგ ალფონსოს სურდა დაქორწინებულიყო თავის საყვარელ ტურცია გაცელაზე, თუმცა ამაოდ. მიუხედავად ამისა, მას მაინც შეეძინა ტურციასთან ერთი ასული და ერთი ვაჟი.
შვილები
რედაქტირება- ფერდინანდ II (1469-1496), ნეაპოლის მეფე, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ჯოვანა ნეაპოლელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- იზაბელა (1470-1524), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო სფორცას, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის პოლონეთის დედოფალი ბონა სფორცა;
- პიერო (1472-1491), აპულიას ლეიტენანტ-გენერალი და როზანოს პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი, ფეხში შეჭრილი ინფექციით;
ლიტერატურა
რედაქტირება- Colin Tribble, A Trusting Partnership: Sentiment and Politics in Quattrocento Dynastic Unions, Unpublished Dissertation (University of Edinburgh, 2012).
- Charles Cawley, Medieval Lands, Sicily/Naples, Counts and Kings