კრემონის პროვინცია
კრემონის პროვინცია (იტალ. Provincia di Cremona) — პროვინცია იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. დედაქალაქია კრემონა. პროვინციის ფართობი 1 771 კმ²-ია, მოსახლეობა 2008 წლის აღწერის მონაცემებით 358 628 ადამიანს შეადგენს. შედგება 115 კომუნისგან. იტალიის უგრძესი მდინარე — პო, წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს პიაჩენცის პროვინციასთან, მდინარე ოლო კი ბრეშის პროვინციისგან გამოყოფს.
პროვინციას პადანის ვაკის ცენტრალური ნაწილი უჭირავს, აქედან გამომდინარე, მისი მთლიანი ტერიტორია ბრტყელია, ყოველგვარი მთისა და გორაკ-ბორცვების გარეშე. გადაკვეთს რამდენიმე მდინარე, მათ შორის სერიო, ადა და ხელოვნური არხები, რომელთა უმრავლესობაც საირიგაციოდ გამოიყენება.
კომუნები რედაქტირება
2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ძირითადი კომუნებია:
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
კრემონა | 72 413 |
კრემა | 31 471 |
ლაზალმაჯორე | 14 078 |
კასტელეონე | 9 490 |
სორეზინა | 9 377 |
რივოლტა-დ’ადა | 8 115 |
სონჩინო | 7 581 |
პანდინო | 7 345 |
პიციგეტონე | 6 956 |
სპინო-დ’ადა | 6 948 |
ოფანენგო | 5 798 |
კასტელვერდე | 5 542 |
ეკონომიკა რედაქტირება
კრემონის ეკონომიკის მთავარი რესურსი სოფლის მეურნეობაა (ძირითდად სიმინდი, ქერი, სოიო, შაქრის ჭარხალი). საკმაოდ განვითარებულია მრეწველობაც, ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც განთავსებულია ტექსტილის, ქიმიური და მექანიკური ფაბრიკები.