იოჰან გეორგ გიხტელი

იოჰან გეორგ გიხტელი (გერმ. Johann Georg Gichtel; დ. 14 მარტი, 1638, რეგენსბურგი — გ. 21 იანვარი, 1710, ამსტერდამი) — გერმანელი მისტიკოს-თეოლოგი და სპირიტუალისტი.

იოჰან გეორგ გიხტელი
დაბადების თარიღი 14 (24) მარტი, 1638[1] [2]
დაბადების ადგილი რეგენსბურგი[3] [1] [2] [4]
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 1710(1710-01-21)[1] [2] [5] [6] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი ამსტერდამი[3] [4] [1]
საქმიანობა ფილოსოფოსი და თეოლოგი
მოქალაქეობა  გერმანია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა საგადასახადო ინსპექტორის ოჯახში. თავდაპირველად სტრასბურგში სწავლობდა თეოლოგიას, შემდეგ დაკავდა იურისპრუდენციის შესწავლით; სწავლის დასრულების შემდეგ, იგი მცირე ხნით მუშაობდა შპეიერში იურისტად, მაგრამ 1664 წელს გიხტელი დაბრუნდა რეგენსბურგში. ახალგაზრდობიდანვე მას სჯეროდა, რომ ოცნებებსა და ხედვებში მას შეეძლო პირდაპირ ურთიერთობა ჰქონოდა ზეციურ სამყაროსთან. უნგრელი ბარონ იუსტინიან ფონ ვოლცის ნახვისა და მისი გეგმების, რომლებიც პროტესტანტული ეკლესიის რადიკალურ რეფორმას უკავშირდებოდა, გაცნობის შემდეგ , მან ლუთერანობა „მკვდრად“ ჩათვალა და მასთან ერთად შეეცადა განეხორციელებინა პროექტი „Christerbauliche Jesusgesellschaft“ ქრისტიანთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად და წარმართთა მოქცევისთვის.

სხვა „მეოცნებებთან“ დაახლოებით (მათ შორისაა ფრიდრიხ ბრეკლინგი ჰოლანდიიდან), გიხტელი სულ უფრო და უფრო გამსჭვალული ხდება იმ რწმენით, რომ „ღმერთი არ არის ჩვენს გარეთ, საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ“. ლუთერანული დოგმატიკის მთელი სქოლასტიკა მას ყალბად მიაჩნდა; პირველ რიგში, ის ეწინააღმდეგებოდა გამართლების დოქტრინას. ნიურნბერგის სამღვდელოებსთან კონფლისქტის შემდეგ ის ანაბაპტიზმში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს, ხოლო 1665 წელს იგი რეგენსბურგიდან გააძევეს. ამის მას შემდეგ, ის ორი წლის განმავლობაში დაეხეტებოდა გერმანიის მიწებზე, სანამ 1667 წელს მას არ შეაფარებდა ზვოლესთან ახლოს მდებარე თავშესაფარი, სადაც მან ჩაიბარა პასტორის პოსტი. 1668 წელს ამსტერდამის კონსტრატორთან კონფლიქტის შემდეგ მან დაკარგა ეს პოსტი და ის გააძევეს ზვოლედან. ამის შემდეგ ის გადავიდა ამსტერდამში, სადაც ის ცხოვრობდა რამდენიმე მის მიმდევართან ერთად. ის გარდაიცვალა გაჭირვებაში. სიკვდილამდე ის ძირითადად მხოლოდ შემოწირულობებით ცხოვრობდა, რადგან განიხილავდა ნებისმიერი შფოთვათ, რომელიც დაკავშირებულია ამქვეყნიურ საქმეებთან, ეშმაკისეული ცდუნებად. 1682 წელს მან პირველმა გამოაქვეყნა მისტიკოსი იაკობ ბემეს შრომები (ამსტერდამი, 2 ტომი).

ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის შეფასებით, გიხტელის სწავლებები წარმოადგენს „მხოლოდ შემდგომ პრაქტიკულ დასკვნას ბოემის თეოსოფიიდან“. მისი თეორიის ძირითადი ასპექტები იყო ქრისტიანის უშუალო კავშირი ღმერთთან, ნებაყოფლობითი სიღარიბე, აგრეთვე მიწიერი სიყვარულის უარყოფა და ქორწინებაზე უარი, რადგან, მისი აზრით, ჭეშმარიტი ქრისტიანი დაქორწინებულია ზეციურ სოფიაზე; კერძოდ, ამ მიზეზით მან გააკრიტიკა მარტინ ლუთერი სასულიერო პირების უბიწოების გაუქმების გამო. მისი სწავლების მიმდევრებს უწოდებდნენ გიხტელიანებს, ანუ ანგელოზთა ძმებს (Engelsbrüder). ზოგიერთი ცნობით, XIX საუკუნის დასაწყისში მათი თემები, თუმც მცირე რაოდენობით, არსებობდნენ ამსტერდამსა და ლეიდენში, ზოგან კი გერმანიაში (ბერლინი, მაგდებურგი, დრეზდენი და ნორდჰაუზენი). გიხტელის ზოგიერთი წერილი მისგან დაუკითხავად გამოაქვეყნა გოტფრიდ არნოლდმა 1701 წელს, სხვები 1708 წელს; შემდეგ მთელი კრებული გამოჩნდა სათაურით „პრაქტიკული თეოსოფია“ (Theosophia practica. Halten u. Kämpfen ob dem heiligen Glauben bis ans Ende, ლეიდენი, 1722).[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 verschiedene Autoren Allgemeine Deutsche Biographie / Hrsg.: Historische Commission bei der königl. Akademie der WissenschaftenL: Duncker & Humblot, 1875.
  2. 2.0 2.1 2.2 Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911.
  3. 3.0 3.1 Deutsche Nationalbibliothek Record #117732230 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. 4.0 4.1 различные авторы Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский, К. К. Арсеньев, Ф. Ф. ПетрушевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1907.
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. Johann Georg Gichtel — 2009.
  7. Literatur von und über Johann Georg Gichtel Deutschen Nationalbibliothek-ის კატალოგში