ზვოლე (ნიდერლ. Zwolle) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ნიდერლანდში, მდინარე ზვარტე-ვატერის ნაპირზე. ოვერეისელის დედაქალაქი. 2011 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა უდრის 120,000 ათ. ადამიანს. ფართობი 119 28 კმ².

ქალაქი
ზვოლე
ნიდერლ. Zwolle
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
პროვინცია ოვერეისელი
კოორდინატები 52°30′00″ ჩ. გ. 6°05′00″ ა. გ. / 52.50000° ჩ. გ. 6.08333° ა. გ. / 52.50000; 6.08333
მმართველი Henk Jan Meijer
ფართობი 119 28 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4 მეტრი
მოსახლეობა 120,661 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1,072 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 038
საფოსტო ინდექსი 8000–8049
ოფიციალური საიტი https://www.zwolle.nl/
ზვოლე — ნიდერლანდები
ზვოლე

წერილობით წყაროებში პირველად მოიხსენიება 1040 წელს. როგორც ქალაქი დაარსდა 1230 წელს შემაღლებულ ჭაობიან ტერიტორიაზე. შუა საუკუნეებში იყო ჰანზის კავშირი წევრი და ციხესიმაგრე. ინგლისსა და ნიდერლანდს შორის არსებული ომის დროს 1674 წელს ციხესიმაგრე დაინგრია.

ამჟამად ზვოლე არის სავაჭრო ცენტრი და ნიდერლანდების ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ არხების სისტემის გადაკვეთის ადგილზე მდებარე მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. მრეწველობა შეიცავს გემთმშენებლობასა და ტრანსპორტს, ლითონის დამუშავებას. საქალაქო ტრანსპორტის სახეობებს ქმნის ავტობუსი და ტაქსი. მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, არის ხიდები, მუზეუმები, ეკლესიები.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება