იოჰანე შმიდტ-ნილსენი

იოჰანე შმიდტ-ნილსენი (დან. Johanne Schmidt-Nielsen; დ. 22 თებერვალი, 1984, ოდენსე) — დანიელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე. მემარცხენე ორგანიზაციის მოღვაწე, დანიის პარლამენტის, ფოლკეტინგის წევრი წითელი-მწვანე ალიანსის რიგებიდან. 2009 წლიდან თავისი პარტიის პირველი სპიკერი. დანიური პრესა მას „წითელ-მწვანე ალიანსის ახალ დედოფალს“ უწოდებს[3].

იოჰანე შმიდტ-ნილსენი
დან. Johanne Schmidt-Nielsen
დაბადების თარიღი 22 თებერვალი, 1984(1984-02-22)[1] (40 წლის)
დაბადების ადგილი ოდენსე
მოქალაქეობა დანიის სამეფო
განათლება Roskilde University
ჯილდოები Ting Prize[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

იოჰანე შმიდტ-ნილსენი დაიბადა 1984 წლის 22 თებერვალს, დანიის ქალაქ ოდენსეში, კუნძულ ფიუნზე. ამჟამად ცხოვრობს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის ნორებროს რაიონში[3][4]. პოლიტიკურად აქტიურ მოღვაწეობას იწყებს 1997 წლიდან. 2002 წლიდან 2003 წლამდე იყო იმ ჯგუფის ხელმღვანელის მოადგილე, რომელიც დანიური გიმნაზიების მოსწავლეთა ინტერესებს წარმოადგენდა. 2006 წლის მაისში „წითელი-მწვანე კოალიციის“ ყოველწლიურ ყრილობაზე იოჰანე შმიდტ-ნილსენი აირჩიეს პარტიის აღმასრულებელ კომიტეტში, მიიღო ხმების უმრავლესობა (147) ვიდრე კჯამში სხვა კანდიდატებმა[3]. იგი ხელახლა აირჩიეს 2007 წელს.

აქვს სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, რომელიც მიიღო როსკილეს უნივერსიტეტში 2007 წელს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი მასწავლებლად მუშაობდა ფრედერიქსბურგის საბავშვო ბაღში, შემდეგ კი მასწავლებელთა პროფესიულ კავშირში.

პოლიტიკური აქტიურობა

რედაქტირება

შმიდტ-ნილსენმა საკუთარი თავი გამოაცხადა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, მონაწილეობს დემონსტრაციებში და სამიტებში პრაღაში, ბრიუსელში, გეტებორგში და როსტოკში[5].

როგორც ჯგუფ Velfærdsmissionen-ის აქტივისტთა პრეს-მდივანი, მონაწილეობდა 200 კილოგრამი მაკარონისა და 40 ლიტრი კეტჩუპის ფინანსთა სამინისტროს შესასვლელ კიბეზე დაყრაში, რაც იყო პროტესტის ნიშანი იმის გამო რომ სახელწიფომ შეამცირა განათლების სისტემის დაფინანსება[6].

2007 წლის 30 ოქტომბერს, შმიდტ-ნილსენმა და სხვა ფემინისტებმა, ქალის წითელი წინდები ჩამოკიდეს სოციალურ კეთილდღეობის სამინისტროს შესასვლელში და მოუწოდეს მინისტრ კარენ იესპერსენს, რომ გააძლიეროს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად[7].

2007 წლის 5 ნოემბერს იოჰანე შმიდტ-ნილსენი გამოვიდა ინიციატივით მოეხდინათ საავტორო უფლებების მოდერნიზაცია, საავტორო უფლებების შესახებ კანონის დამუშავების კომისიის შექმნა მასალების არაკომერციული მიზნებისათვის უფასო გავრცელების მიზნით. ამ ინიციატივამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღება მიიქცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან განაცხადა რომ ინტერნეტიდან უფასოდ იწერს და უსმენს მუსიკას[8][9].

არჩევნები

რედაქტირება

იოჰანე შმიდტ-ნილსენმა კენჭი იყარა კოპენჰაგენის მუნიციპალურ არჩევნებში, მაგრამ უშედეგოდ.

2007 წელს როდესაც პერნილე როზენკრანც-ტეილმა განაცხადა, რომ აღარ აპირებდა ფოლკეტინგში კენჭისყრას, შმიდტ-ნილსენმა განაცხადა, რომ დაიკავებდა მის ადგილს, როგორც წითელი-მწვანე კოალიციის კანდიდატი დედაქალაქის ოლქში[10]. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან თავის წინასაარჩევნო კამპანიაში კონცენტრირება მოახდინა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

2007 წლის 12 ნოემბერს 23 წლის შმიდტ-ნილსონი მონაწილეობდა TV 2-ის სატელევიზიო არხზე პოლიტიკური ლიდერების დებატებში. იგი დანიის ისტორიაში იყო ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი, რომელიც მონაწილეობდა დებატებში[11].

2007 წლის არჩევნებში იგი აირჩიეს პარლამენტში, მიიღო 8 964 ამომრჩევლის ხმა[12]. 2011 წელს იგი ხელახლა აირჩიეს დეპუტატად 47 002 ხმით, რაც იყო 15 000 ხმით მეტი ვიდრე მიიღო პრემიერ-მინისტრმა ჰელე ტორნინგ შმიდტმა. მასზე მეტი ხმა ქვეყანაში მიიღო მხოლოდ ლარს ლიოკე რასმუსენმა. 2015 წელს იგი კვლავ აირჩიეს ფოლკეტინგის დეპუტატად 40 225 ხმით (მესამე საუკეთესო მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით კრისტიანა ტულესენ დალისა და ჰელე ტორნინგ-შმიდტის შემდეგ). მიუხედავად თავისი პოლიტიკური აქტიურობისა, მიიღო გადაწყვეტილება 2019 წლის შემდეგ პარლამენტი დაეტოვებინა და გამხდარიყო ორგანიზაცია Save the Children-ის გენერალური მდივანი, ორგანიზაციისა, რომელიც დაკავებულია მსოფლიოში ბავშვთა უფლებების დაცვის საკიტხებით.

  1. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  2. https://www.altinget.dk/artikel/johanne-schmidt-nielsen-faar-ting-prisen
  3. 3.0 3.1 3.2 Sjølie, Marie Louise (2007-05-24). Revolution hver eneste dag. Dagbladet Information(დანიური). Retrieved on 2008-04-06.
  4. Rømer, Mikael (2007-11-16). Enhedslistens nye dronning rykker ind[1]. Ekstra Bladet(დანიური). Retrieved on 2008-04-06.
  5. Find din kandidat: Johanne Schmidt-Nielsen[3](დანიური). |Danmarks Radio. Retrieved on 2008-04-06
  6. Enhedslistens nye prinsesse[მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული] [4](დანიური) (2007-11-14). TV 2 (Denmark). Retrieved on 2008-04-06.
  7. Mygind, Liv (2007-10-30). Rødstrømper blokerer ministerium med røde strømper დაარქივებული 2012-02-18 საიტზე Wayback Machine. (დანიური). Politiken. Retrieved on 2008-04-06.
  8. Toppolitiker henter piratkopier დაარქივებული 2012-02-18 საიტზე Wayback Machine. (დანიური) (2007-11-05). Politiken. Retrieved on 2008-04-07.
  9. Enhedslisten: Musikere skal støttes დაარქივებული 2012-02-18 საიტზე Wayback Machine. (დანიური) (2007-11-07). Politiken. Retrieved on 2008-04-07.
  10. Enhedslisten med ny frontfigur[მკვდარი ბმული](დანიური) 2007-05-06. TV 2 (Denmark). Retrieved on 2008-04-08.
  11. Nilsson, Kirsten (2007-11-13). Bendtsen bad Enhedslistens spidskandidat hente kaffe დაარქივებული 2008-02-11 საიტზე Wayback Machine. (დანიური). Politiken. Retrieved on 2008-04-08.
  12. Johansen, Tobias Stern (2007-11-15). «Kaffepiccolinen» fik flere stemmer end Khader(დანიური). Kristeligt Dagblad. Retrieved on 2008-04-08.