იოსებ ცხვირაშვილი

იოსებ ცხვირაშვილი (დ. 5 აპრილი, 1910, ჭალა, გორის მაზრა — გ. ?) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1957).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1922 წლიდან მონაწილეობდა ხაშურის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1933-1941 და 1946-1950 წლებში მუშაობდა ხაშურისა და ახალციხის თეატრებში, 1950 წლიდან კი სამხრეთ ოსეთის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრის ქართული დასის მსახიობი იყო. შესრულებული აქვს როლები: ბეკინა (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), თორნიკე (მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა“) ანტონიო (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), მეფე ერეკლე (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ხახული (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1954. №5. გვ. 23
  2. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010480/