იოსებ დავითაშვილი
იოსებ სიმონის ძე დავითაშვილი (დ. 1 (13) ივლისი, 1850, გარდატენი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი – გ. 13 (25) მარტი, 1887, თელავი) — ქართველი პოეტი. დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში. მან ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში (1872-1887 წწ.) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა. ლექსების პირველი კრებული „სტვირი“ 1880 წელს გამოაქვეყნა. მისი მოქალაქეობრივ-პატრიოტული ლირიკა „თერგდალეულთა“ ზეგავლენას განიცდიდა („წუთისოფელში ცხოვრება“, „ახალ მოლექსეს“, „მოხუცის სინანული“). პოეტის ზოგიერთი ლექსი სიმღერად იქცა („სამშობლო“; „მუშის სიმღერა“; „ბედის წყარო“ და სხვ.). ლექსების ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა („მუშის სიმღერა“, „გლეხი და თავადი“, „ბედის წყარო“, „თუნდ ვკვდებოდე“) პოეტის შემოქმედებას ხალხურ პოეზიასთან აახლოებს. დავითაშვილს დიდად აფასებდნენ ილია და აკაკი.
იოსებ დავითაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 (13) ივლისი, 1850 |
დაბადების ადგილი | გარდატენი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 13 (25) მარტი, 1887 (36 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თელავი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
იოსებ დავითაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955;
- კოტეტიშვილი ვ., რჩეული წერილები, წგ. 1 – ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1965;
- ჭავჭავაძე ი., თხზ. სრ. კრ. ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედ., ტ. 3, თბ., 1953;
- მინაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 277.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იოსებ დავითაშვილი“ ვიკისაწყობში.
- იოსებ დავითაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იოსებ დავითაშვილის შემოქმედება
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Давиташвили Иосиф Симонович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.