იოსებ გურკო (დ. 16 ივლისი, 1828, მოგილიოვის გუბერნია ― გ. 15 იანვარი, 1901, სახაროვო) — რუსი გენერალ–ფელდმარშალი (1894), რუსეთ–ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის მონაწილე, ვისლისპირეთის გენერალ–გუბერნატორი (1883-1894).

იოსებ გურკო
დაბადების თარიღი 16 (28) ივლისი, 1828[1]
დაბადების ადგილი დიდი ნოვგოროდი
გარდაცვალების თარიღი 15 (28) იანვარი, 1901[1]
გარდაცვალების ადგილი Sakharovo[1]
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია
წოდება general field marshal
მეთაურობდა Q3920670?, 2nd Guard Cavalry division, Odesa Military District და Warsaw Military District
ბრძოლები/ომები ყირიმის ომი და რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877–1878)
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of St. George, 3rd class, Order of the Red Eagle 1st Class, Order of St. George, 2nd class, ორდენი „დამსახურებისათვის“, Order of the Saxe-Ernestine, Order of the Cross of Takovo, Order of St Alexander, Cross "Danube Crossing", Military Merit Cross (Mecklenburg) და წმინდა სტანისლავის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1877 წელს რუსეთ–ოსმალეთის ომის დროს იმიერბალკანეთში წარმატებული ლაშქრობისთვის მიიღო გენერალ–ადიუტანტის ჩინი. ოქტომბერში დაიკავა ოსმალეთის საყრდენი პუნქტები გორნიდუბიაკი და ტელიში და ამით დაასრულა პლევნის გარემოცვა. ნოემბერში ეტროპოლ–ორანიეზე განავითარა შეტევა და ბალკანეთის მთისწინეთში მოხერხებული საწყისის პოზიციები დაიჭირა. დეკემბერში 70-ათასიანი ჯარით გადალახა ბალკანეთის მთები და აიღო სოფია. დაამარცხა ოსმალეთის ჯარი ტაშკინესთან. 1878 წლის 3–5 იანვარს ოსმალეთის ფილიპოპოლთან დამარცხენის შემდეგ დაიკავა ადრიანოპოლი.

1878 წელს გახდა კავალერიის გენერალი. 1879-1880 წლებში იყო გვარდის ჯარების და სანქტ–პეტერბურგის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლის თანაშემწე, სანქტ–პეტერბურგის დროებითი გენერალ-გუბერნატორი. 1883-1894 წლებში იყო ვისლისპირეთის მხარის გენერალ–გუბერნატორი და ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი. პოლონეთში ატარებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. 1886 წლიდან იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი. გადადგა 1894 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.