იორამისა და კირილეს ელჩობა
იორამისა და კირილეს ელჩობა რუსეთში 1592-1593 — კახეთის სამეფოს ელჩობა რუსეთის სამეფოში. კახეთიდან რუსეთში გაბრუნებულ პლეშჩეევის ელჩობას თან ჩაჰყვნენ ქართველი ელჩები თავადი იორამი და კირილე არქომანდრიტი. ქართველი ელჩები რუსეთის ხელმწიფეს მფარველობის პირობის შესრულებას სთხოვდნენ. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ: საშამხლო-დაღესტნის დაპყრობას, თერგიდან კახეთამდე გზის გაწმენდას და ზარბაზნის ოსტატებისა და არტილერისტების გაგზავნას კახეთში. ქართველი ელჩების ენერგიული მეცადინეობის შედეგად ბორის გოდუნოვმა საშამხლოს წინააღმდეგ მართლაც გაგზავნა ჯარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967
- მაჭარაზე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 199.