პლეშჩეევის ელჩობა
პლეშჩეევის ელჩობა, რუსეთის სახელმწიფოს ელჩობა კახეთის სამეფოში 1591 წლის აპრილში პლეშჩეევისა და კუდრინის მეთაურობით. პლეშჩეევის ელჩობის მიზანი იყო, დაეყოლიებინათ კახეთის მეფე ალექსანდრე II, დახმარებოდა რუსეთს, რომელსაც საშამხლოზე ლაშქრობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ელჩები უნდა დაკავშირებოდნენ აგრეთვე საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებს, რათა გაერთიანებულიყვნენ ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. რადგანაც რუსეთის ჯარის ლაშქრობა ჩაიშალა, პლეშჩეევის ელჩობას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ. 1967;
- მაჭარაძე ვ., ქსე, ტ. 8., გვ. 108, თბ., 1984