იონ ილიესკუ
იონ ილიესკუ (რუმ. Ion Iliescu, 3 მარტი, 1930, ოლტენიცა, რუმინეთი) — რუმინელი პოლიტიკოსი, სენატორი სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან და ქვეყნის პრეზიდენტი 1990–1996 და 2000–2004 წლებში.
იონ ილიესკუ | |
რუმინეთის მე–2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 მაისი 1990 – 29 ნოემბერი 1996 | |
წინამორბედი | ნიკოლაე ჩაუშესკუ |
მემკვიდრე | ემილ კონსტანტინესკუ |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 დეკემბერი 2000 – 20 დეკემბერი 2004 | |
წინამორბედი | ემილ კონსტანტინესკუ |
მემკვიდრე | ტრაიან ბესესკუ |
დაბადებული | 3 მარტი 1930 ოლტენიცა რუმინეთი |
მეუღლე | ელენა (ნინა) შერბანესკუ |
ბიოგრაფია
რედაქტირება- დაიბადა 1930 წლის 3 მარტს.
- 1954 წელი – დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი
- 1956–1960 წლები – რუმინეთის სტუდენტური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე.
- 1960–1965 წლები – რუმინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განათლებისა და ჯანდაცვის განყოფილების გამგის მოადგილე.
- 1965–1967 წლები – აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე.
- 1967–1971 წლები – ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.
- 1971 წელი – რუმინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის დარგში.
- 1971–1974 წლები – პარტიის ტიმიშოარას სამაზრო კომიტეტის მდივანი.
- 1974–1979 წლები – იასის სამაზრო კომიტეტის I მდივანი.
- 1979–1984 წლები – რუმინეთის წყალთა მეურნეობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე.
- 1984–1989 წლები – ტექნიკური გამომცემლობის დირექტორი.
- 1989–1990 წლები – ნიკოლაე ჩაუშესკუს წინააღმდეგ შექმნილი რუმინეთის ეროვნული ხსნის ფრონტის თავმჯდომარე.
- 1990–1996 წლები – რუმინეთის პრეზიდენტი.
1992 წელს მან მეორედ კენჭი იყარა პრეზიდენტის პოსტზე. ეს იყო პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ახალი კონსტიტუციის საფუძველზე. იგი თავის ხალხს დაპირდა: „მე ვიქნები პრეზიდენტი რუმინეთის ყველა მოქალაქისათვის, ვარწმუნებ ყველას, რომ ქვეყნის ინტერესები იქნება ერთადერთი და უცვლელი პრინციპი ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში. ამ მაღალი მისიით უდიდესი პასუხისმგებლობა მეკისრება. ჩემი დაუღლავი შრომით ვეცდები, რომ ქვეყანამ დაძლიოს არსებული კრიზისი და მიაღწიოს ნორმალურ მდგომარეობას.“
ოჯახი
რედაქტირებაიონ ილიესკუ ქორწინებაშია 1951 წლიდან. მისი მეუღლე ელენა შერბანესკუ არის ინჟინერი, მეცნიერი მეტალების კოროზიის (დაჟანგვის) სფეროში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: ნიკოლაე ჩაუშესკუ |
რუმინეთის პრეზიდენტი 1990 – 1996 |
შემდეგი: ემილ კონსტანტინესკუ |
წინამორბედი: ემილ კონსტანტინესკუ |
რუმინეთის პრეზიდენტი 2000 – 2004 |
შემდეგი: ტრაიან ბესესკუ |