იონჩასოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში (ძვილეთის თემი). მდებარეობს მდინარე შუა ფრონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ყორნისიდან 8 კილომეტრი.[1] შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ იონჩაში მიაკვლია ადრეული და გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორებს.[2]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 198.
  2. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.