იონოსფეროს ფიზიკა
იონოსფეროს ფიზიკა — ატმოსფეროს ფიზიკის დარგი, შეისწავლის 60 - 80 კმ ზევით გაიშვიათებული ატმოსფეროს შრეებს, რომლებიც იონიზებულნი არიან მზის მოკლეტალღიანი რადიაციის გავლის შედეგად. ამ შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს რადიოტალღების სივრცეში გავრცელების პროცესების პროგნოზირებისა და კოსმოსური კვლევის განვითარებისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 89.