იონეძავა
იონეძავა, (იაპ. 米沢市) ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ ნაწილში, იამაგატის პრეფექტურაში. აბრეშუმის მრეწველობის ცენტრი. ავეჯის, კვების, ქაღალდის მრეწველობის საწარმოები. საავიაციო ქარხანა. იონეძავის რაიონში გამოდის ცხელი მინერალური წყაროები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 196.