იამაგატის პრეფექტურა
(გადამისამართდა გვერდიდან იამაგატა (პრეფექტურა))
იამაგატა (იაპ. 山形県) – პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ფართობი შეადგენს 6,1 ათას კმ²-ს, მოსახლეობა — 1,223,000 კაცს (2004 წლის მონაცემებით). ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი იამაგატა. ზედაპირი უმთავრესად ბორცვიანი და დაბალმთიანია, სიმაღლე 989 მეტრამდე. ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით პრეფექტურის სამხრეთ ნაწილში ვაკეებია. იამაგატა აგრარულ-ინდუსტრიული რაიონია. მთავარი კულტურაა ბრინჯი. მოჰყავთ აგრეთვე ქერი, პარკოსანი და ტექნიკური კულტურები. განვითარებულია მესაქონლეობა, თევზჭერა (ქალაქი სიმონოსეკი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი თევზსაჭერი ნავსადგურია). განვითარებულია ქიმიური, მეტალურგიული, მანქანათმშენბებლობის, კვების, მინა-კერამიკული მრეწველობა. ცენტრებია სიმონესეკი, უბე, ივაკუნი და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 46.