იოზეფ გებჩიკი (სლოვაკ. Jozef Gabčík, 8 აპრილი 1912, პოლუვსიე, სლოვაკეთი — 18 ივნისი 1942, პრაღა, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკიის არმიის როტმისტრი, ოპერაცია ”ანთროპოიდის” მონაწილე, ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის ეროვნული გმირი.

იოზეფ გებჩიკი
სლოვაკ. Jozef Gabčík
Operace Anthropoid - Jozef Gabčík.jpg
დაბადების თარიღი 1912, 8 აპრილი
დაბადების ადგილი პოლუვსიე, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1942, 18 ივნისი (30 წელი)
გარდაცვალების ადგილი პრაღა
კუთვნილება ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია (ჩეხოსლოვაკიის არმია და ჩეხოსლოვაკიის არმია დევნილობაში)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი (საფრანგეთის უცხოელთა არმია)
ჯარის სახეობა ქვეითი, პარაშუტისტი, სპეცდანიშნულების აგენტი
სამხედრო სამსახურის წლები 1932-1937, 1939-1942
წოდება ქვეითთა კაპიტანი (სიკვდილის შემდგომ)
ბრძოლები/ომები

მეორე მსოფლიო ომი:
1. ფრანგული კამპანია
2. ოპერაცია «ანდროიდი»

3. ბრძოლა წმ. კირილესა და მეთოდეს ტაძარში
ჯილდოები 1. ჩეხოსლოვაკიის თავისუფლებისათვის ბრძოლის ოქროს მედალი,
2. I ხარისხის თეთრი ლომის ორდენი გამარჯვებისათვის,
3. ჩეხოსლოვაკიის სამხედრო ჯვარი 1939 (ორჯერ)

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ავსტრიულ-უნგრული იმპერიის სლოვაკურ ნაწილში, რომელიც შევიდა 1918 წელს ჩამოყალიბებულ ჩეხოსლოვაკიაში. თავდაპირველად 1920-ან წლებში ის სწავლობდა მჭედლობას, შემდეგ მან ისწავლა აგრეთვე, მესაათაეობა. 1927 წელს შევიდა უახლოესი ქალაქის კოვაროვის სავაჭრო სასწავლებელში.

1939 წლამდე მუშაობდა ჟილინას ქიმიურ ქარხანაში. 1939 წ. 4 ივნისს არალეგალურად გადალახა პოლონეთის საზღვარი, ხოლო შემდეგ გადავიდა საფრანგეთში, სადაც შევიდა უცხოური ლეგიონში. ივლისში გაგზავნილ იქნა საფრანგეთში საბრძოლველად, საიდანაც დამარცხების შემდეგ ევაკუირებულ იქნა დიდ ბრიტანეთში. ამის შემდეგ იოზეფი შედის საზღვარგარეთ მყოფ ჩეხოსლოვაკიის სამხედრო ძალებში, რომელიც დევნილობაში მყოფმა ედვარდ ბენეშმა ჩამოაყალიბა. ჩეშირის საგრაფოს კოლმონდელის ციხეში გაიარა სადესანტო მომზადება.

იან კუბიშთან ერთად, რომელსაც ჯერ კიდევ პოლონეთში ყოფნის დროს გაეცნო, შეიტანა განაცხადი ბრიტანეთის სპეცოპერაციის სამმართველოში. ორივე აიყვანეს ოპერაცია ანთროპოიდის ჩასატარებლად, რომელიც მომზადებული იყო ჩეხოსლოვაკიის დაზვერვის მე-2 განყოფილების მიერ ფრანტიშეკ მორავიცას საერთო ხელმძღვანელობით. ამასთანავე მათ უნდა მოეწოდებინათ ჩეხებისათვის, რომ არ დამორჩილებოდნენ ნაცისტებს. 1941 წლის 28-29 დეკემბრის ღამეს ისინი ორივე იქნა დესანტირებული ჩეხეთში. თავდაპირველად მათ ჩაატარეს საბოტაჟის აქცის პოლზენში, ხოლო 1942 წ. 27 მაისს მათ სცადეს გერმანიის რაიხის პროტექტორი ჩეხეთში რეინჰარდ ჰეიდრიჰის მკვლელობა, რომელიც 4 ივნისს გარდაიცვალა ჭრილობისაგან.

მკვლელობის შემდეგ, სხვა თანამებრძოლებთან ერთად, გებჩიკი თავს აფარებდა პრაღის წმ. კირილესა და მეთოდეს მართლმადიდებლური ეკლესიის საძვალეს, სანამ ისინი არ გასცა მოღალატე კარელ ჩუდრამ. 18 ივნისს გერმანელებმა ალყა შემოარტყეს ეკლესიას და დაიწყეს მისი შტურმი. დამცველები მამაცურად, დიდი თავგანწირვით იცავდნენ თავს რამდენიმე საათიოს განმავლობაში. 7 ჩეხოსლოვაკი პატრიოტი - იოსიფ გებჩიკი, იაროსლავ შვარცი, იან ხრუბი, იოზიფ ვალჩიკი, ადოლფ ოპალკა, იოზიფ ბუბლიკი და იან კუბიში - რამდენიმე ასეული გერმანელი ესესის ჯარისკაცისა და პოლიციელის წინაშე იდგა. როცა მდგომარეობა გახდა უიმედო, (გერმანელებმა აიღეს სარდაფი და მებრძოლებს ტყვია-წამალი თითქმის უთავდებოდათ), ეკლესიის ყველა დამცველმა, გარდა მძიმედ დაჭრილი კუბიშეკისა, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. კუბიშეკი მოგვიანებით ჭრილობისგან გარდაიცვალა.

ომის შემდგომ ისინი გახდნენ სლოვაკეთის ეროვნული გმირები. გებჩიკის სახელი ჰქვია სამხრეთ სლოვაკეთში ერთ-ერთ რაიონს. მის სახელს ატარებს ქუჩა ბრატისლავაში და ქუჩას მისი მკვლელობის ადგილის სიახლოვეს.

 
პრაღაში კირილესა და მეთოდეს ეკლესიის ტყვიით დაცხრილული ფანჯარა, სადაც დაიღუპნენ გებჩიკი და მისი მეგობრები
 
ძეგლი შვიდ გმირს წარწერით: „ერთგულნი დარჩნენ“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • REICHL, Martin. Cesty osudu. Cheb : Svět křídel, 2004. ISBN 80-86808-04-1.
  • ČERNÝ, Karel. Muži z londýnského vydání. [s.l.] : Nakladatelství Průžová Jitka, 2007. ISBN 9788023988598.
  • VARSÍK, Milan. Kto ste, Jozef Gabčík?. Bratislava : Mladé letá, 1973.