იოანის კაპოდისტრიასი
იოანის კაპოდისტრიასი (ბერძ. Ιωάννης Καποδίστριας; დ. 11 თებერვალი, 1776 — გ. 9 ოქტომბერი, 1831) — საბერძნეთისა და რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1816–1822 ). საბერძნეთის პირველი პრეზიდენტი (1828–1831 ) და პრემიერ-მინისტრი (1827–1831 წწ.).
იოანის კაპოდისტრიასი | |
რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 აგვისტო, 1816 – 8 აგვისტო, 1822 | |
წინამორბედი | ნიკოლოზ რუმიანცევი |
მემკვიდრე | კარლ ნესელროდე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 იანვარი, 1828 – 9 ოქტომბერი, 1831 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | აუგუსტინოს კაპოდისტრიასი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 მარტი, 1827 – 9 ოქტომბერი, 1831 | |
წინამორბედი | ანდრეი ზაიმისი |
მემკვიდრე | აუგუსტინოს კაპოდისტრიასი |
დაბადებული | 11 თებერვალი, 1776 კორფუ |
გარდაცვლილი | 9 ოქტომბერი, 1831 ათენი, საბერძნეთი |
მამა | ანტონ კაპოდისტრიასი |
დაიბადა კუნძულ კორფუზე, სადაც ცხოვრობდა მამამისი ანტონი, რომელიც იყო ქალაქ კაპოდისტრიიდან (ამჟამად სლოვენიის ქალაქი კოპერი) გადმოსახლებული მოსახლეების შთამომავალი. იოანისმა დაამთავრა პადუის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და მედიცინის ფაკულტეტი.
1816–1822 წლებში ეკავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1827 წლიდან გარდაცვალებამდე ეკავა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობა.
კაპოდისტრიასი მოკლეს 1831 წლის 9 ოქტომბერს. თავდაპირველად დაასაფლავეს დამოუკიდებელი საბერძნეთის პირველ დედაქალაქ ნამფპლიონში. 6 თვის შემდეგ კი გადაასვენეს კუნძულ კორფუზე და დაკრძალეს პლატიტერის მონასტერში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Stella Ghervas, "Le philhellénisme russe : union d’amour ou d’intérêt?", in Regards sur le philhellénisme, Geneva, Permanent Mission of Greece to the United Nations (Mission permanente de la Grèce auprès de l’ONU), 2008.
- Stella Ghervas, Réinventer la tradition. Alexandre Stourdza et l'Europe de la Sainte-Alliance, Paris, Honoré Champion, 2008. ISBN 978-2-7453-1669-1
- Stella Ghervas, "Spas' political virtues : Capodistria at Ems (1826)", Analecta Histórico Médica, IV, 2006 (with A. Franceschetti).