იოანე პრესბიტერი
იოანე პრესბიტერი — შუა საუკუნეებში გავრცელებული ლეგენდების თანახმად, ძლევამოსილი ქრისტიანი მეფე-მღვდელმთავარი აღმოსავლეთში. ოტო ფრაიზინგელის (XII ს.) ცნობით (1145), იოანე პრესბიტერი ცხოვრობდა სპარსეთს იქით. მან დაამარცხა სპარსეთისა და მიდიის მეფეები. იოანე პრესბიტერის სამფლობელო მდებარეობდა აზიაში, ეთიოპიაში ან ინდოეთში, მისი რეალური პროტოტიპი კი რომელიმე აქაური მმართველი იყო. არის მოსაზრება, რომ იოანე პრესბიტერის ლეგენდარული ტიპი უნდა ჩამოყალიბებულიყო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელმაც XII საუკუნის I ნახევარში დასავლეთ ევროპაში შეაღწია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე I-ის შესახებ.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგოლაძე ა., იოანე პრესვიტერის ისტორიული და ბიბლიური საფუძვლების შესახებ, თბ., 2005.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბადრიძე შ., იოანე პრესბიტერი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 322.