იოანე მთაწმიდელი

(გადამისამართდა გვერდიდან იოანე მთაწმინდელი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე მთაწმიდელი (ათონელი) (დ. დაახლოებით 920 ― გ. 1005) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი. ერისკაცობაში — სამცხის ერთ-ერთი დიდებულთაგანი — ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი. ბერად შედგა ოთხთა ეკლესიის ლავრაში. შემდეგ ბიზანტიაში, ოლიმპის მთაზე მოღვაწეობდა, სადაც მიიყვანა თავისი მცირეწლოვანი შვილიც, შემდეგში, ექვთიმე მთაწმიდელი. 965 ექვთიმესა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად გადასახლდა ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში. ქართველ ბერებმა ჯერ იოანე მახარებლის ეკლესია ააშენეს, შემდეგ დამკვიდრდნენ ათონის ივერთა მონასტერში, რომლის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი იოანე მთაწმინდელი იყო. მისი ბიოგრაფის გიორგი მთაწმიდლის გადმოცემით, იოანე მთაწმინდელმა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ექვთიმეს განსწავლაში, ლიტერატურული მოღვაწეობისაკენ მოუწოდა მას: „ქართლის ქვეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან, და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა, აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“.

იოანეს ფრესკა ივერთა მონსტერში.
იოანე, გაბრიელ და ექვთიმე მთაწმინდელები

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1945;