იოანე ბედიელი
იოანე ბედიელი — ბედიის მთავარეპისკოპოსი XI საუკუნის II ნახევარში. ჰქონდა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) საეკლესიო წოდება. 1065 წელს, როდესაც ბაგრატ IV-ის ასული მარიამი (მართა) ცოლად გაჰყვა ბიზანტიის იმპერატორის — კონსტანტინე X დუკას ვაჟს მიხეილს (შემდგომში იმპერატორი მიხეილ VII), კონსტანტინოპოლში ჩასულ ქართველ ბიზანტიის მომავალ დედოფალს თან ახლდა სამეფო დელეგაცია: პეტრე პატრიკი, იოანე ბედიელი და „სხუაჲ ერი ფრიადი“.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუდავა ბ., იოანე ბედიელი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 311.