ინკითი
ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ინკითი — რელიქტური ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ბიჭვინთის კონცხის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან –0,8 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,4 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ, წყლის მოცულობა 810 ათ. მ³.[2] ადრე ტბიდან ნაკადული გაედინებოდა, წყალი მტკნარი იყო. ამჟამად ტბის დონის ხელოვნურად დაწევის გამო, ტბაში ზღვის წყალმა იწყო შეჟონვა და წყლის მარილიანობა 5 გრ/ლ-მდე გაიზარდა. ტბას გეგმაში აქვს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული ოვალური ფორმა. სანაპირო ხაზი სუსტადაა შეჭრილ-შემოჭილი. ფსკერის რელიეფი მეტად ბრტყელია, წყალქვეშა ფერდობი დამრეცი. ინკითში 10 სახეობის თევზია, რომელთა შორის გამოიყოფა კობრი, ფარგა და კეფალი. თევზის რეწვა პერიოდულია.[3]
ინკითი | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′25″ ჩ. გ. 40°19′10″ ა. გ. / 43.17361° ჩ. გ. 40.31944° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გაგრის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | –0,8 მ |
ფართობი | 0,4 კმ² |
მოცულობა | 0,00081 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 1,9 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3,2 მ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 85.
- ↑ აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 284.
- ↑ Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.