ბიჭვინთის კონცხი — კონცხი შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ბზიფის შესართავის მახლობლად. აგებულია უმთავრესად მდინარის ალუვიური ნალექებით. უკავია ნაწილობრივ დაჭაობებული ვაკე-დაბლობი. სიმაღლე 1,5—3 მ. ვაკის ერთფეროვნებას არღვევს ქვიშის დიუნები, ბორცვები. კონცხზეა ტბა ინკითი, რომელსაც შავი ზღვის ყოფილ უბედ მიიჩნევენ.

კონცხის ტერიტორიაზე ხარობს რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვი და ბზის იშვიათი კორომი. კონცხზეა კურორტი ბიჭვინთა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება