ინდო-სკვითების სამეფო

(გადამისამართდა გვერდიდან ინდო-სკვითები)

ინდო-სკვითების სამეფოელინიზმის პერიოდში საკების (სკვითების) მესაქონლე ტომების აღმოსავლეთ განშტოების მიერ ბაქტრიის, სოგდიანის, არაქოზიის, განდჰარას, ქაშმირის, პენჯაბის, რაჯასტანის და გუჯარათის ტერიტორიებზე შექმნილი, საზღვრების თვალსაზრისით, ამორფული სახელმწიფო.

ინდო–სკვითების სამეფოს რუკა

ძვ.წ. II სამხრეთისკენ მოძრაობისას საკები დასახლდნენ თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე ე.წ. საკასტანში. დაახლოებით ძვ.წ. 80 წ. ინდო–სკვითების მეფე მაი დაიძრა აღმოსავლეთისაკენ და დაეუფლა განდჰარას და ტაქსილას ზუსტად 20 წლის შემდეგ ინდო–სკვითებმა აიღეს მაშინდელი ინდოეთის უმსხვილესი ქალაქი – მატჰურუ. აღმოსავლეთით მათი თარეში აღწევდა პატალიპუტრამდე. დაახლოებით ძვ.წ. 10 წ. ინდო–სკვითების ზეწოლით დაეცა ინდო–ბერძნული სამეფო.

ოთხი ასეული წლის მანძილზე ემეზობლებოდნენ ინდო–სკვითები ინდო–ბერძნულ და ინდო–პართიულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს. მათ დაგვიტოვეს საკუთარი საიუველირო ხელოვნება სკვითებისათვის დამახასიათებელი ცხოველთა სტილით.

სკვითის გამოსახულება ბამიანიდან

I ს. ისინი იძულებული იყვნენ გადაადგილებულიყვნენ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაძრული ქუშანების — იუეჩჟეის ტომების განშტოების ზეწოლით. ადრე ინდო–სკვითების მიერ დაპყრობილ მიწებზე მათ შექმნეს უძლიერესი ქუშანების სამეფო.

ინდოეთში სკვითების არსებობის უკანასკნელ ეტაპს წარმოადგენს დასავლეთ ქშატრაპების დინასტია, რომელიც მართავდა დასავლეთ დეკანს 110 — 395 წ.წ. მათ დედაქალაქს წარმოადგენდა ინდუსტა წმ. ქალაქი უჯაინი. IV ს დასასრულს ქშატრაპების დინასტიას თავისი დამპყრობლური ლაშქრობებით ბოლო მოუღო გუპტას დინასტიის წარმომადგენელმა ჩანდრაგუპტა II–მ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება