ინდოეთ-ჩინეთის ურთიერთობები
ჩინეთსა და ინდოეთს ისტორიულად ათასობით წლის მანძილზე მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა უახლოეს პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობები ცვალებადია. ქვეყნებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით შეიცვალა 1949 წელს ჩინეტის კომუნისტური პარტიის გამარჯვებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ტიბეტის ანექსიის შემდეგ. ორივე სახელმწიფო ცდილობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, თუმცა ხშირი სასაზღვრო დავები და ეკონომიკური ნაციონალიზმი დაპირისპირების მთავარი მიზეზებია.
ინდოეთი |
ჩინეთი |
ჩინეთსა და ინდოეთს შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები ანტიკური ხანიდან იწყება. აბრეშუმის გზა არა მხოლოდ ინდოეთსა და ჩინეთს შორის მთავარი სავაჭრო მარშრუტის ფუნქციას ასრულებდა, არამედ ინდოეთიდან აღმოსავლეთ აზიაში ბუდიზმის გავრცელებაშიც დიდი როლი ითამაშა.[1] XIX საუკუნეში ჩინეთი მზარდ ოპიუმის ვაჭრობაში იყო ჩართული ოსტინდოეთის კომპანიასთან, რომელიც ინდოეთში მოყვანილი ოპიუმის ექსპორტს ახორციელებდა.[2][3] მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის ინდოეთმა და ჩინეთის რესპუბლიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იაპონიის იმპერიის პროგრესის შეჩერებაში.[4]1947 წელს ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და ჩინეთთან ურთიერთობები დაამყარა. თანამედროვე სინო-ინდური ურთიერთობები 1950 წელს დაიწყო. ინდოეთი ერთ-ერთი პირველი იყო არაკომუნისტურ ქვეყნებს შორის, რომელმაც ჩინეთის რესპუბლიკასთან ფორმალური ურთიერთობები დაამთავრა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ცნო კონტინენტური ჩინეთისა და ტაივანის ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ჩინეთი და ინდოეთი აზიაში ორი მთავარი რეგიონული ძალაა. ორივე მსოფლიოში ყველაზე მრავალმოსახლიანი სახელმწიფოა და მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მზარდ დიდ ეკონომიკებს შორისაა.
ისტორია
რედაქტირება1962 წლის ჩინეთ-ინდოეთის ომის, 1967 წლის ნათუ-ლისა და ჩო-ლის შეტაკებებისა და ლადაქის, აქსაი-ჩინისა და არუნაჩალ-პრადეშის გამო დღემდე მიმდინარე სასაზღვრო კონფლიქტის მიუხედავად, სინო-ინდური ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესდა 1988 წლის შემდეგ. ორივე ქვეყანა საზღვრებთან დაძაბულობის განმუხტვას, ვაჭრობისა და კულტურული კავშირების გაფართოებასა და ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს.[6]
2004 წლიდან ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკური ზრდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამყარებას უწყობს ხელს. 2007 წელს ჩინეთსა და ინდოეთს შორის ვაჭრობის დონე 36 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა და ჩინეთი ინდოეთისთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.[7] ეკონომიკური ურთიერთკავშირის ზრდამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ დაახლოებასაც შეუწყო ხელი და სახელმწიფოები საზღვრებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტას ესწრაფვიან.[8] ბირთვული ენერგიის შესახებ ინდოეთ-აშშ-ის შეთანხმების მსგავსად, ინდოეთი და ჩინეთიც შეთანხმდნენ სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.[9] თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ინტერესები ხშირად ინდოეთისას არ ემთხვევა. ორივე ქვეყანა უდიდესი ინვესტორია აფრიკაში[10] და კონტინენტის უხვ ბუნებრივ რესურსებზე კონტროლისთვის კონკურენციაში არიან.[11]
სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დაიძაბა 2017 წლის დოკლამის სასაზღვრო დავისა და 2020-2021 წლებში შეტაკებების დროს. ურთიერთობები დაიძაბა COVID-19-ის პანდემიის დროსაც.
ეკონომიკური ურთიერთობები
რედაქტირებაჩინეთი ინდოეთის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.[12][13][14] 2012 წლის ივნისში ჩინეთმა აღნიშნა, რომ „სინო-ინდური კავშირები“ „საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი პარნიორობა“ შეიძლება იყოს. აღნიშნული განცხადება 2015 წელს ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ნარენდრა-მოდის ისტორიულმა ვიზიტმა გაამყარა.[15] მანამდე ჩინეთის პრემიერმა, ვენ ჯიაბაომ, და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, მანმოჰან სინგჰმა 2015 წლისთვის ინდოეთ-ჩინეთის ორმხრივი ვაჭრობის 100 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაზრდა დაისახეს მიზნად.[16] შანხაიში გამართულ ინდოეთ-ჩინეთის ბიზნეს ფორუმზე მოდიმ განაცხადა, რომ ჩინეთი და ინდოეთი თავიანთ საწარმოო შესაძლებლობებს გააერთიანებენ, რის მაგალითადაც მოიყვანა „2022 წლისთვის 50 მილიონი სახლის აშენება“, „გონიერი ქალაქების განვითარება და მეგა სამრეწველო დერეფნების“ შექმნა, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების პოლიტიკის დახვეწა და სარკინიგზო სისტემების მოდერნიზება.[17]
2017-2018 წლებში ინდოეთსა და ჩინეთს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 89.6 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია. ვაჭრობის დეფიციტი ჩინეთის სასარგებლოდ 62.9 მილიარდ $-მდე გაიზარდა.[18][19] 2017 წელს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 84.5 მილიარდ $-ს გაუტოლდა.[20] ამ მონაცემებში არ შედის ორმხრივი ვაჭრობა ინდოეთსა და ჰონგ-კონგს შორის, რომელიც 34 მილიარდ $-ს უტოლდება.[21] 2014 წელს ჩინეთში ინდოეთიდან იმპორტი 16.4 მილიარდ $-ს გაუტოლდა, რამაც ჩინეთის ჯამური იმპორტის 0.8% შეადგინა, ხოლო ინდოეთის ექსპორტის ― 4.2%.
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Bajpai, Kanti, Selina Ho, and Manjari Chatterjee Miller, eds. Routledge Handbook of China–India Relations (Routledge, 2020). excerpt დაარქივებული 8 July 2020 საიტზე Wayback Machine.
- Bagchi, Prabodh Chandra, Bangwei Wang, and Tansen Sen. 2012. India and China: interactions through Buddhism and diplomacy : a collection of essays by Professor Prabodh Chandra Bagchi. Singapore: ISEAS Pub.
- Bayram, Duygu Çağla. "The Geopolitical Scenarios of the 'Quad' Countries, The United States, Japan, Australia and India." in Global Maritime Geopolitics (Transnational Press London, 2022) pp 167–185. online დაარქივებული 2 August 2022 საიტზე Wayback Machine.
- Bhat, R. B., & Wu, C. (2014). Xuan Zhang's mission to the West with Monkey King. New Delhi : Aditya Prakashan, 2014.
- Chandra, Lokesh. 2016. India and China. New Delhi : International Academy of Indian Culture and Aditya Prakashan, 2016.
- Casson, Lionel, რედ. (1989), The Periplus Maris Erythraei: Text With Introduction, Translation, and Commentary, Princeton: Princeton University Press, ISBN 0-691-04060-5, https://books.google.com/books?id=qQWYkSs51rEC. წაკითხვის თარიღი: 2 November 2022.
- Chaudhuri, S. K. (2011). Sanskrit in China and Japan. New Delhi: International Academy of Indian Culture and Aditya Prakashan.
- Chellaney, Brahma, "Rising Powers, Rising Tensions: The Troubled China-India Relationship," SAIS Review (2012) 32#2 pp. 99–108 in Project MUSE
- Davies, Henry Rudolph. 1970. Yün-nan, the link between India and the Yangtze. Taipei: Ch'eng wen.
- De, B. W. T. (2011). The Buddhist tradition in India, China & Japan. New York: Vintage Books.
- Deepak, B.R. & Tripathi, D.P. The Future of India China Relations დაარქივებული 2 March 2019 საიტზე Wayback Machine. "India China Relations – Future Perspectives", Vij Books, July 2012
- Forbes, Andrew; Henley, David (2011). "Past, present and future commercial Sino-Indian links via Sikkim," in: China's Ancient Tea Horse Road. Chiang Mai: Cognoscenti Books. ASIN: B005DQV7Q2
- Frankel, Francine R., and Harry Harding. The India-China Relationship: What the United States Needs to Know. Columbia University Press: 2004. ISBN 0-231-13237-9.
- Garver, John W. China's Quest: The History of the Foreign Relations of the People's Republic (2015), pp 146–62, 435–44, 734–57.
- Garver, John W. Protracted Contest: Sino-Indian Rivalry in the Twentieth Century. University of Washington Press: 2002. ISBN 0-295-98074-5.
- Gokhale, Vijay. "The road from Galwan: the future of India-China Relations." Carnegie India 10 (2021) online დაარქივებული 22 July 2022 საიტზე Wayback Machine. .
- Harris, Tina (2013). Geographical Diversions: Tibetan Trade, Global Transactions. University of Georgia Press, United States. ISBN 0820345733. pp. 208.
- Hongyu Wang, ‘Sino-Indian Relations: Present and Future’, Asian Survey 35:6, June 1995.
- Jain, Sandhya, & Jain, Meenakshi (2011). The India they saw: Foreign accounts. New Delhi: Ocean Books. Contains material about Chinese Buddhist pilgrims and explorers to India.
- Kondapalli, Srikanth, eds. China's Military and India (2012)
- Kondapalli, Srikanth. "India-China Relations." in Forging New Partnerships, Breaching New Frontiers: India's Diplomacy during the UPA Rule 2004–14 (2022): 86+.
- Ling Zhu, ’China-Pakistan Alliance against India’, UPI Asia.com, 9 September 2008, in Jagannath P. Panda, Dragon Looks South: Current Drives in China's South Asian Neighbourhood Policy, in China and its neighbours (ed. Srikant Kondapalli, Emi Mifune), Pentagon Press, New Delhi 2010.
- Lintner, Bertil. Great game east: India, China, and the struggle for Asia's most volatile frontier (Yale University Press, 2015)
- Liping Xia, ‘The Evolution of Chinese Views Toward Cbms’, in Michael Krepon, Dominique M. McCoy, and Matthew C.J. Rudolp (Eds.), A Handbook of Confidence-Building Measures for Regional Security, Washington, DC: Henry L. Stimson Center, 1993.
- Lu, Chih H.. The Sino-Indian Border Dispute: A Legal Study. Greenwood Press: 1986. ISBN 0-313-25024-3.
- Malone, David M., C. Raja Mohan, and Srinath Raghavan, eds. The Oxford handbook of Indian foreign policy (2015) excerpt დაარქივებული 15 September 2021 საიტზე Wayback Machine. pp 356–369.
- Nilakanta Sastri, K. A. (2002). A history of South India from prehistoric times to the fall of Vijayanagar. New Delhi: Indian Branch, Oxford University Press. ISBN 978-0-19-560686-7.
- K. M. Panikkar (1957). India and China. A study of cultural relations. Asia Pub. House: Bombay.
- Paul, T.V. et al. eds. The China-India Rivalry in the Globalization Era (2018) excerpt დაარქივებული 10 April 2023 საიტზე Wayback Machine.
- Sen, Tansen. Buddhism, Diplomacy, and Trade: The Realignment of Sino-Indian Relations, 600–1400. University of Hawaii Press: 2003. ISBN 0-8248-2593-4.
- Shabbir, Muhammad Omer, Rabia Bashir, and Sara Saleem. "Geo-Strategic importance of Indian Ocean: clash of interests between China and India." Journal of Indian Studies 5.1 (2019): 47–60. online
- Sidhu, Waheguru Pal Singh, and Jing Dong Yuan. China and India: Cooperation or Conflict? Lynne Rienner Publishers: 2003. ISBN 1-58826-169-7.
- Talone, Andrew J. How the United States Can Reinforce India as a Counterbalance to China in the Indian Ocean Region from a Military Standpoint (US Army Command and General Staff College, 2019) online დაარქივებული 13 July 2022 საიტზე Wayback Machine.
- Varadarajan, S. India, China and the Asian Axis of Oil, January 2006
- Yutang, Lin. 1942. The wisdom of China and India. New York: Random House.
- Yoder, Brandon K., and Kanti Bajpai. "Introduction: Explaining Cooperation and Rivalry in China-India Relations." Journal of Contemporary China (2022): 1–16.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Backus, Maria (September 2002). Ancient China. Lorenz Educational Press, 2002. ISBN 978-0-7877-0557-2.
- ↑ Janin, Hunt (January 1999). The India-japan opium trade in the two century. McFarland, 1999. ISBN 978-0-7864-0715-6.
- ↑ Tansen Sen (January 2003). Buddhism, Diplomacy, and Trade: The Realignment of Sino-Indian Relations, 600-1400. University of Hawaii Press. ISBN 978-0-8248-2593-5.
- ↑ Williams, Barbara (2005). World War Two. Twenty-First Century Books, 2004. ISBN 978-0-8225-0138-1.
- ↑ „Indo-China trade to surpass $60 bn before 2010“. Business Standard. 2008-06-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 October 2012. ციტირების თარიღი: 2009-11-21.
- ↑ John W. Garver, Protracted Contest: Sino-Indian Rivalry in the Twentieth Century (2001), post 1950
- ↑ Saibal Dasgupta (2008-01-17). „China is India's largest trade ally – International Business – Biz“. The Times of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 October 2012. ციტირების თარიღი: 2009-11-21.
- ↑ news.outlookindia.com. Outlookindia.com. ციტირების თარიღი: 2009-11-21
- ↑ „Front Page : India, China to promote cooperation in civil nuclear energy“. The Hindu. Chennai, India. 2008-01-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2012. ციტირების თარიღი: 2009-11-21.
- ↑ „Article: India, China top Asian FDI list in Africa. | AccessMyLibrary – Promoting library advocacy“. AccessMyLibrary. 2007-03-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 December 2008. ციტირების თარიღი: 2009-11-21.
- ↑ Africa: China's Africa Overture Needs Common Touch AllAfrica დაარქივებული 10 October 2012 საიტზე Wayback Machine. , 16 November 2007
- ↑ India Gripes Over Border, Trade Woes on Li's First Foreign Trip (19 May 2013). ციტირების თარიღი: 20 May 2013
- ↑ „India to reach US$100 billion dollar trade with China by 2015“. The Economic Times. 9 February 2012.
- ↑ Trademap. ციტირების თარიღი: 18 October 2020
- ↑ „US, China woo India for control over Asia-Pacific“. The Times of India. 2013-05-31. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 May 2013. ციტირების თარიღი: 2023-05-07.
- ↑ „India-China bilateral trade set to hit $100 billion by 2015“. The Times of India. 2012-06-22. ISSN 0971-8257. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 May 2023. ციტირების თარიღი: 2023-05-07.
- ↑ Full Text of Prime Minister Narendra Modi's Speech at the India-China Business Forum in Shanghai. ციტირების თარიღი: 2023-04-27
- ↑ "With US trade under a cloud, China opens to Indian pharma". The Times of India. Archived from the original on 2 August 2018. Retrieved 13 July 2018.
- ↑ Sen, Amiti (12 July 2018). "India tells China: $63-b trade deficit untenable". @businessline.
- ↑ "India-China bilateral trade hits historic high of USD 84.44 bln in 2017". The Economic Times. 7 March 2018. Archived from the original on 3 May 2018. Retrieved 2 May 2018.
- ↑ "Top China Imports". Archived from the original on 16 May 2016. Retrieved 16 May 2016.