ინდიკო აბაშიძე (დ. 10 მარტი, 1950) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი. ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1972 წელს დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომექანიკის, ავტომობილების და ტრაქტორების სპეცილობით. 1972-1975 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონის სოფელ დანისპარაულის რვაწლიანი სკოლის და სოფელ ყინჩაურის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელად. 1975-1976 წლებში საბჭოთა არმიაში იყო სერჟანტი. 1980-1986 წლებში იყო 2655-ის მექანიკოსი ბათუმის ავტოკოლონაში. 1989-1997 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ზოგადტექნიკური დისციპლინების კათედრის მასწავლებელი. 1997-2004 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი იყო. 2005-2006 წლებში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადტექნიკური დისციპლინების კათედრის გამგე. 2006-2009 წლებში საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის სრული პროფესორი. 2009-2013 წლებში საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის სრული პროფესორი. 2013 წლიდან ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ავტომობილი ან-დან ჰაე-მდე, (თანაავტორი), ბათუმი, 2015, გვ. 286
  • საგზაო მოძრაობის წესები, ავტომობილი მოძრაობაში და უსაფრთხო მართვის საფუძვლები, (თანაავტორი), ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2011, გვ. 559
  • ავტომობილის მოწყობილობის დაპროგრამებული დავალებები (ავტორი), ბათუმი, გამ-ბა აჭარა, 2004, გვ. 119

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება