ინგილოური დიალექტი

ინგილოური დიალექტიქართუ­ლი ენის დი­ა­ლექ­ტი. გა­ვრცე­ლებუ­ლია საინგილოში, რომელიც ამ­ჟა­მად აზერბაიჯანის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია და მოიცავს კა­ხის, ზა­ქა­თა­ლი­სა და ბე­ლა­ქნის რაიო­ნე­ბს. საქართველოს ფარგლებში ინგილოური დიალექტზე მე­ტყველებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მო­სახ­ლე­ო­ბა. X–XVII საუკუნეებში ეს მხა­რე ჰერეთის (XVII საუკუნეში კა­ხეთ-ჰე­რე­თის) შე­მადგენ­ლო­ბა­ში შედი­ო­და. XVIII საუკუნეში ჩნდე­ბა ტერ­მინი „ინ­გი­ლო“. შე­სა­ბამი­სად, ინ­გი­ლო­თა სა­მო­სახ­ლოს ეწო­და „სა­ინ­გი­ლო“. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ „ინ­გი­ლო“ მიღებულია ძველ თურქული იან­გი­ლი ფორ­მი­დან (ყანგილი → ყანგილო „ახა­ლი → ახალ­მო­რჯულე­ბუ­ლი“).

ინგილოური დიალექტი იყო­ფა კა­კურ და ალი­აბა­დურ კი­ლო­კა­ვე­ბად. კა­კურ­ში გამო­ი­ყო­ფა ალი­ბეგ­ლო­უ­რი თქმა, ხო­ლო ალი­ა­ბადუ­რი იყო­ფა ალიაბადის, მო­სუ­ლი­სა და ითი­თა­ლის თქმე­ბად. და­ცუ­ლია ფო­ნე­მა. არის ფო­ნე­მის წყვილ­ბა­გის­მი­ე­რი უ̂ ვა­რი­ან­ტი. დასტურდება სუსტი ხმოვანი , რომელიც , , და ხმოვ­ნე­ბის ალო­ფო­ნია და უმ­ლა­უ­ტი­ზებული ხმოვნები, რომლებიც ზოგ­ჯერ ოპოზი­ცი­ას ქმნი­ან და ხმოვ­ნებთან და სიტყვათ­გან­მას­ხვა­ვე­ბელ ფუნ­ქცი­ას იძე­ნენ. ინგილოურ დიალექტში ქართული ენის მჟღერ და აფრიკა­ტებს ცვლის შე­სა­ბა­მი­სი მჟღე­რი სპი­რა­ნტე­ბი: (დაჟდა „და­ჯდა“), (ზმაჲ „ძმა“). და­სტურ­დე­ბა ხმო­ვან­თა ფშვინ­ვიე­რი, მკვეთ­რი და იო­ტი­ზე­ბუ­ლი შემართვა. გვხვდება გემინირებული ბბ, მმ, შშ, რრ, ლლ, გგ, წწ თან­ხმოვ­ნე­ბი. ინგილოურ დიალექტს ახა­სი­ა­თებს რო­გორც დამა­ვა­ლი, ასე­ვე აღ­მა­ვალი დიფ­თონ­გე­ბი. პრე­ფიქ­სუ­ლ მო­რფე­მათა მი­ჯნა­ზე ხდება ხმო­ვან­თა კონტაქ­ტური ასი­მი­ლა­ცი­ა, ხო­ლო სუ­ფიქ­სურ მო­რფემა­თა მი­ჯნა­ზე — ხმო­ვან­თა დი­სიმი­ლა­ცი­ა.

ინგილოურ დიალექტში უცხო ენი­დან ნა­სეს­ხე­ბია ზოგი ზმნი­ზე­და, ნა­წი­ლა­კი, კავ­შირი, შო­რის­დე­ბუ­ლი და აფიქ­სე­ბი. შე­ი­ნიშ­ნე­ბა აზერ­ბაიჯანული გა­ვლე­ნით წარმო­ქმნი­ლი ფრა­ზე­ო­ლო­გი­უ­რი კალ­კე­ბი. საგ­რძნო­ბია უცხო ენიდან ნა­სეს­ხე­ბი ლექ­სი­კის სი­უხ­ვე. და­ცუ­ლია ძველი ქარ­თუ­ლისე­უ­ლი ფე­ნა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
  • ჯანაშვილი მ. საინგილო. ტფ., 1913;
  • იმნაიშვილი გრ. ქართული ენის ინგილოური დიალექტის თავისებურებანი, თბ., 1966;
  • ჩანგაშვილი გ. საინგილო, თბ., 1970;
  • როსტიაშვილი ნ. ინგილოური ლექსიკონი, თბ., 1978;
  • ღამბაშიძე რ., ქართული ენის ინგილოური კილოს ლექსიკონი, თბ., 1988.