ინგე ლემანი (დან. Inge Lehmann; დ. 13 მაისი, 1888, კოპენჰაგენი — გ. 21 თებერვალი, 1993, კოპენჰაგენი) — დანიელი გეოფიზიკოსი, სეისმოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოების ლექტორი. 1936 წელს მან აღმოაჩინა დედამიწის შიდა ბირთვი სამხრეთ წყნარ ოკეანეში მიწისძვრებიდან სეისმური ტალღების გავრცელების შესწავლის საფუძველზე.[1][2]

ინგე ლემანი

ინგე ლემანი, 1932
მშობლიური სახელი Inge Lehmann
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1888
კოპენჰაგენი, დანია
გარდაცვალების თარიღი 21 თებერვალი, 1993 (104 წლის)
კოპენჰაგენი, დანია
მოქალაქეობა დანიის დროშა დანია
ალმა-მატერი

ნიუნჰემის კოლეჯი (1911) კოლუმბიის უნივერსიტეტი (1964)

კოპენჰაგენის უნივერსიტეტი (1968)
პროფესია გეოლოგი, სეისმოლოგი
დამსაქმებელი დანიის გეოდეზიის ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ინგე ლემანი დაიბადა და გაიზარდა კოპენჰაგენში. მისი მამა იყო ექსპერიმენტული ფსიქოლოგი ალფრედ ლემანი (1858-1921). გოგონამ დაწყებითი განათლება  საშუალო სკოლაში მიიღო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰანა ადლერი (ნილს ბორის დეიდა). ინგე ლემანის თქმით, მამა და ჰანა ადლერი იყვნენ ის ადამიანები, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზე. სკოლის დატოვების შემდეგ, ჯანმრთელობის გამო პრობლემები შეექმნა, ამიტომ  გარკვეული შეფერხებით სწავლობდა მათემატიკას კოპენჰაგენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში. შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობდა  სადაზღვევო ინდუსტრიაში, 1925 წელს გახდა გეოდეზისტი ნილს ერიკ ნორლუნდის ასისტენტი. 1928 წელს მან ჩააბარა გეოდეზიური გამოცდები და გახდა დანიის გეოდეზიური ინსტიტუტის ინსპექტორი და სეისმოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ერიკ ნორლუნდი.[3]

 
ინგე ლემანის მემორიალი კოპენჰაგენში

ინგე ლემანმა გამოაქვეყნა სტატია უჩვეულო სახელწოდებით  „P“, სადაც პირველად წარმოადგინა P-ტიპის სეისმური ტალღების საკუთარი ინტერპრეტაცია და აჩვენა, რომ დედამიწას აქვს შიდა ბირთვი. ეს ინტერპრეტაცია  ორ-სამ წელიწადში გაიზიარეს სხვა სეისმოლოგებმა (ბენო გუტენბერგი, ჩარლზ ფრენსის რიხტერი და ჰაროლდ ჯეფრისი). მეორე მსოფლიო ომმა და გერმანული ჯარების მიერ დანიის ოკუპაციამ გაართულა ლემანის მიერ შემდგომი სამეცნიერო კვლევების წარმოება.[4]

1953 წელს პენსიაზე გასვლამდე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ინგე ლემანსა და გეოდეზიური ინსტიტუტის სხვა წევრებს შორის ურთიერთობა გაუარესდა, სავარაუდო მიზეზი მეცნიერის კოლეგების მიმართ შეუწყნარებლობა იყო.[5]

1953 წლის შემდეგ ინგე ლემანი გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა მორის იუინგთან და ფრენკ პრესასთან. აწარმოებდა დედამიწის ქერქისა და ზედა მანტიის კვლევებს. მუშაობის დროს მან აღმოაჩინა ეგრეთ წოდებული სეისმური რღვევა, რომელიც მდებარეობდა 190-დან 250 კმ-მდე სიღრმეზე და ეწოდა „ლემანის საზღვარი“[6]

ინგე ლემანი გარდაიცვალა კოპენჰაგენში 1993 წელს 104 წლის ასაკში. დაკრძალულია ჰორსჰოლმის სასაფლაოზე.

ჯილდოები და წოდებები

რედაქტირება

ინგე ლემანს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო მისი გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისთვის. გარდა ამისა, 1964 წელს მას მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან  და 1968 წელს  — საპატიო დოქტორის წოდება კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან. იგი გახდა სწავლულთა მრავალრიცხოვანი საზოგადოების წევრი.[7]

1997 წელს ამერიკის გეოფიზიკურმა კავშირმა დააწესა მედალი ინგე ლემანის პატივსაცემად „განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დედამიწის მანტიისა და ბირთვის სტრუქტურის, შემადგენლობისა და დინამიკის არსის გაგებისთვის“.

2015 წელს, მისი დაბადებიდან 127-ე წლისთავზე, Google-მა  მეცნიერს მიუძღვნა მისი სახელობის თემატური  Doodle.[8]

ლემანისადმი მიძღვნილი ახალი მემორიალი დამონტაჟდა კოპენჰაგენში Frue Plads-ში 2017 წელს. ძეგლი დააპროექტა ელიზაბეტ ტუბრომ.[9]

  1. http://www.physics.ucla.edu/~cwp/articles/bolt.html
  2. Martina Kölbl-Ebert (December 2001). "Inge Lehmann's paper: " P' " (1936)" (PDF).
  3. inge Lehmann // Encyclopædia Britannica
  4. Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science (англ.): Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th Century — Routledge, 2003. — Vol. 2. — P. 766. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  5. Nehmann, I. (1936): P', Publications du Bureau Central Seismologique International, Série A, Travaux Scientifique, 14, 87–115.
  6. "Inge Lehmann Medal". American Geophysical Union.
  7. "Lehmann had a younger sister, Harriet, who became an actress and who had family and children in contrast to Lehmann, who lived by herself all her life; from google (Inge Lehmann married) result 2".
  8. "Inge Lehmann's 127th Birthday".
  9. "Inge Lehmann". Famous Scientists.