იმერხევის ეკლესია
იმერხევის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოლადაურში, მდ. ფოლადაურის მარცხენა შენაკადის გიულმაგამედჩაი ხეობაში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ტაძარი თარიღდება XIII საუკუნით.
იმერხევის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოლადაური |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული |
თარიღდება | ≈ XIII საუკუნე |
დეტალები
| |
მასალა | ნათალი ყვითელი და წითელი ტუფის კვადრები |
აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზული ტიპისაა, ეკლესიის სიგრძე 7,65 მ, ხოლო სიგანე 5,5 მ. ვახუშტის რუკის მიხედვით ამ შემოგარენში დატანილია გვიანი შუა საუკუნეების მავნელასოფლის ნიშანი. ეკლესია ნაგებია ნათალი ყვითელი და წითელი ტუფის კვადრებით. ინტერიერში უფრო წვრილი ზომის ნატეხი ქვა გამოიყენება, ხოლო კონსტრუქციული დეტალები ნათალი ქვით არის გაკეთებული. ეკლესია ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. გარედან არქიტრავით დასრულებული და შიგნიდან თაღოვანი კარი სამხრეთის კედელშია. ჩრდილოეთის გარდა ყველა კედელში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ეკლესია დახურული იყო ლორფინით, რომელიც აღდგენის შემდეგ შეცვალეს თუნუქის სახურავით. აფსიდა ნახევარწრიულია, . საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს იატაკის დონიდან თითქმის სარკმლის შუაწელამდე აზიდული ნახევარწრიული, ზემოთკენ შევიწროვებული და კონქისებური თავით დასრულებული ნიშებია გაკეთებული. კონქი პროფილირებულ იმპოსტებზე გადაყვანილ ტრიუმფალურ თაღს ეყრდნობა. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომლის პროფილირებულ კაპიტელებზე კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. ასეთივე იმპოსტზე გადაყვანილი თაღია გრძივი კედლების დასავლეთ კიდეში. ყველა თაღის საბჯენი იმპოსტი ერთნაირია. ტაძრის ფასადების მორთულობა წარმოდგენილია კარ-სარკმელთა მოჩარჩოებით. სარკმლებს შეწყვილებული ლილვების სვეტებითა და კამარით შექმნილი მოჩარჩოება აქვს, რომლებიც გაფორმებულია ორნამენტული საპირითა და კაპიტელ-ბაზისებით. აღმოსავლეთის სარკმლის თაღზე დამატებით ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა ჩადგმული. კარი შედება ოთხი წყვილი ბურთულებით დასრულებული და სწორკუთხა ორნამენტული კაპიტელ-ბაზისებით გაფორმებული ლილვებით შედგენილი სვეტებისა და კამარისგან, რომლის შიდა არეები ორნამენტირებულია, ხოლო ტიმპანისებრ ფონზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა მოცემული. ეკლესია ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია ფოლადაურის ხეობის ზემო წელის შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ნიმუშებს შორის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39383