ილორი (სამტრედია)
ქალაქ სამტრედიის უბანი, ყოფილი სოფელი
ილორი — ქალაქ სამტრედიის უბანი, ყოფილი სოფელი სამტრედიის რაიონში (ნაფაღაურის სასოფლო საბჭო).
ილორი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში, დატანილია არქანჯელო ლამბერტის რუკაზე. სავარაუდოა, რომ თავის დროზე სოფელი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენდა და სახელწოდებაც აქედან უნდა მიეღო. XVIII საუკუნეში მას თავადი მიქელაძეები ფლობდნენ.[1]
XX საუკუნეში სოფლის ტერიტორია თანდათან შეერწყა სამტრედიას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 25 იანვრის დადგენილებით ნაფაღაურის სასოფლო საბჭოს (სოფლები: ნაფაღაური, ილორი, ნაჩხეტაური, ხიბლარ-წიფნარი) გაუქმებასთან დაკავშირებით დამტკიცდა ქალაქ სამტრედიის საზღვრებში.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 234.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ I. მიქელაძეთა საგვარეულო. II. მხეიძეთა საგვარეულოები : (ისტორიულ-გენეალოგიური გამოკვლევა) / იური ჩიქოვანი, იოსებ ბიჭიკაშვილი ; სამეცნიერო რედაქტორი: ნიკო ჯავახიშვილი. თბ., 2005, გვ. 8.
- ↑ ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა ქალაქ სამტრედიის საზღვების დამტკიცების შესახებ, „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1978 წლის იანვარი, №1 (444), გვ. 5-6.