ილია კალანდაძე
ქართველი ეკონომისტი
ილია კალანდაძე (დ. 18 ნოემბერი, 1960, დაბა ლაითური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 13 აპრილი, 2015) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
ილია კალანდაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 ნოემბერი, 1960 |
დაბადების ადგილი | ლაითური, ოზურგეთის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 13 აპრილი, 2015 (54 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მოსკოვის სამთო-ქიმიური ნედლეულის სახელმწიფო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.