ილია ალხაზიშვილი

ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე

ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი (დ. 28 ნოემბერი [ძვ. სტ. 16 ნოემბერი], 1853, სოფ. ზიარი, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 27 იანვარი, 1921, თბილისი) — ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

ილია ალხაზიშვილი
დაბადების თარიღი 16 (28) ნოემბერი, 1853
დაბადების ადგილი ზიარი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 იანვარი, 1921(1921-01-27) (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქმიანობა მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ბიოგრაფია რედაქტირება

1891 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, სამშობლოში დაბრუნდა და 1918 წლამდე პროვიზორად მუშაობდა ქ. ახალქალაქში. ალხაზიშვილის თხზულებანი 1875 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა „ბუნება და ცხოვრება“ (1897), „მტკვარი, ჭოროხი, რიონი“ (1912-1914), „სამკურნალო მცენარენი საქართველოში“ (1899), „ვარძიის მონასტერი“ და სხვა. ალხაზიშვილს წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: „საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები“, 1913; „ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია“, 1915; „ბუნების ლექსიკონი“, 1916. მისი თაოსნობით რამდენიმე სოფელში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ახალქალაქში — ქართული გიმნაზია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კეკელიძე კ., ილია ალხაზიშვილი, „მნათობი“, 1953, № 11