ილიანა იოტოვა
ბულგარელი პოლიტიკოსი
ილიანა იოტოვა (ბულგ. Илияна Йотова; დ. 24 ოქტომბერი, 1964, სოფია, ბულგარეთი) — ბულგარელი პოლიტიკოსი, ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი 2017 წლის 22 იანვრიდან.
ილიანა იოტოვა | |
ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 22 იანვარი, 2017 |
პრეზიდენტი | რუმენ რადევი |
წინამორბედი | მარგარიტა პოპოვა |
ევროპის პარლამენტის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2007 – 16 იანვარი, 2017 | |
დაბადებული | 24 ოქტომბერი, 1964 სოფია, ბულგარეთი |
პოლიტიკური პარტია | ბულგარული სოციალისტური პარტია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1964 წლის 24 ოქტომბერს სოფიაში. 1989 წელს დაასრულა სოფიის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1991-1997 წლებში მუშაობდა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიაში. 2000 წლის 7 მაისიდან ბულგარული სციალისტური პარტიის უმაღლესი საბჭოს წევრია. 2005 წელს აირჩიეს ბულგარეთის სახალხო კრების დეპუტატად, ხოლო 2007 წელს ევროპის პარლამენტის წევრად. 2017 წლის 22 იანვრიდან ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტია.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Румен Радев официально вступил в должность президента Болгария - Новости
- ↑ Илияна Йотова. www.bgsocialists.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-31. ციტირების თარიღი: 2017-07-30.
- ↑ Говорят Илияна Йотова и мъжът до нея - България | Vesti.bg