ილიამნის ტბა
ილიამნის ტბა (ინგლ. iliamna) — მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობის უდიდესი ტბა ალასკაზე. ფართობი დაახლოებით 2,1 ათასი კმ². მდებარეობს ალეუტის ქედის ჩრდილოეთ შტოქედებს შორის. ტბის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაპირი დაბალია, სამხრეთი და აღმოსავლეთი — მაღალი. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. მდინარე კვიჩაკით ილიამნა დაკავშირებულია ბრისტოლის ყურესთან (ბერინგის ზღვა). მდიდარია თევზით.
ილიამნის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 59°32′12″ ჩ. გ. 155°01′28″ დ. გ. / 59.53667° ჩ. გ. 155.02444° დ. გ. | |
მდებარეობა | აშშ |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 14 მ |
სიგრძე | 124 კმ |
სიგანე | 35 კმ |
ფართობი | 2,1 ათ. კმ² |
საშუალო სიღრმე | 44 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 301 მ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 106-107.