ილერი
ილერი (გერმ. Iller) — მდინარე სამხრეთ გერმანიაში. დუნაის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 147 კმ, აუზის ფართობი 2,152 კმ². სათავე აქვს ალგეის ალპებში, ავსტრიის საზღვრის სიახლოვეს. ზემო დინებაში ჩრდილოეთისაკენ მიედინება, გაივლის ქალაქებს: ზონთჰოფენს, იმენშტადტსა და კემპტენს. 50 კმ მანძილზე წარმოადგენს სასაზღვრო მდინარეს გერმანიის მხარეების ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგს შორის. ქვემო დინებაში კვეთს შვაბია-ბავარიის პლატოს. ქალაქ ულმთან ერთვის მდინარე დუნაის. დამახასიათებელია ზაფხულის წყალმოვარდნები და ზამთრის წყალმცირობა.
ილერი | |
---|---|
ქვეყანა | გერმანია |
ქალაქები |
ზონთჰოფენი იმენშტადტი კემპტენი |
სათავე |
ალგეის ალპები 47°25′38″ ჩ. გ. 10°16′26″ ა. გ. / 47.42722° ჩ. გ. 10.27389° ა. გ. |
სიგრძე | 147 კმ |
აუზის ფართობი | 2,152 კმ² |
ილერი ვიკისაწყობში |
წყლის საშუალო ხარჯი უდრის 90 მ³/წმ-ს. აგებულია რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური. ხე-ტყის დაცურება.