ალგეის ალპები
ალგეის ალპები (გერმ. Allgäuer Alpen) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში, გერმანიასა და ავსტრიაში. ვრცელდება ბოდენის ტბასა (დასავლეთით) და მდინარე ლეხს (აღმოსავლეთით) შორის. სიგრძე დაახლოებით 75 კმ, სიგანე 50 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 2656 მ (გროსერ-კროტენკოპფი). დამახასიათებელია მცენარეებით შემოსილი ციცაბო კალთები, ღრმად დანაწევრებული ფერდობები, მრავალფეროვანი ფლორა. ალგეის ალპები არის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული ქედების ერთობლიობა. ჩრდილოეთით ესაზღვრება ალპების მთისწინეთი. არის მთის წვრილი ტბები, ხეობებში შედარებით მოზრდილი ტბებია. უმთავრესად აგებულია მეზოზოური ასაკის კირქვებით. აქვს წაწვეტილი მწვერვალები. არის თანამედროვე გამყინვარება. დამახასიათებელია კარსტული რელიეფის ფორმები.
ალგეის ალპები | |
---|---|
ალგეის ალპები | |
კოორდინატები: 47°18′43″ ჩ. გ. 10°21′22″ ა. გ. / 47.31194° ჩ. გ. 10.35611° ა. გ. | |
ქვეყანა | გერმანია ავსტრია |
უმაღლესი წერტილი | გროსერ-კროტენკოპფი |
სიმაღლე | 2656 მ |
სიგრძე | 75 კმ |
სიგანე | 50 კმ |
შემოსილია მთის ტყეებითა და მდელოებით. საბაგირო გზების ხშირი ქსელი. განვითარებულია ტურიზმი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალგეის ალპები“ ვიკისაწყობში.
- ალგეის ალპები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)